ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2017


გამეორდება!

ამობრუნდება ლამაზი გვერდით.
უფრო მარტივად გამოიზამთრებს და უფრო თბილად.
გამოიფოთლებს ახალ გაზაფხულს ორივე ფერდით.
გაიზაფხულებს უფრო სათუთად და უფრო ფრთხილად.

გამეორდება! - შემოიპნევა ფერად მძივებად.
უცებ მოიცავს, მოინადირებს, აავსებს ნდობით.
გამეორდება! - თითქმის იგივე ფერის სიტყვებად.
გამეორდება! - იგივე განცდით, იგივე გრძნობით.

ყველაფრის ბოლოს მარტივია - და მეც ახლა ვიწყებ.
როცა გარემო არის მყიფე რაც გინდა წერე.
და რაც დრო გავა, ყველაფერი გამეორდება.
აი როგორც ახლა ან როგორც მაშინ ...
და უმეტესად კი როგორც მერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები