ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2017


* * *

საღამო. სოფელი. ივლისი. ასეთი
სურათი იშლება მეზობლის ეზოში,
ბებია წარმოთქვამს ძველისძველ შელოცვას,
დილამდე გაუქრობს შვილიშვილს მეჭეჭებს...
ბაბუას ხელთა აქვს თავისი გაზეთი,
კითხულობს ხმამაღლა, წყრომით და დებოშით;
მინდორში თანდათან სიბნელე შემოწვა,
დღის შუქი დროებით დაეცა ბეჭებზე.
დაღამდა. სოფელი. ივლისი. სიმშვიდე,
საცაა სიმინდებს მარცვლებად დაშლიან...
ცაზე კი ვარსკვლავთა ტიხარი ივლება,
ცა ამდენს ვერ იტევს, სავსეა, პირთამდე.
მე ვწვები გულაღმა და თვალებს ვიფშვნიტავ,
ვიხსენებ ბებიას, შავკაბა-თავშლიანს,
მის ხელებს, ნაოჭებს და ჩაღიმილებას,
ერთად ვართ, ერთად ვართ, სიზმარში, დილამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს