ნაწარმოებები



ავტორი: ც ი გ ა ნ ი
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2017


ციგანი 14

  ორშაბათი. ახალი დღე. ახალი კვირის დასაწყისი. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?! რისთვის თენდება, თუ მე ახალი დღე არ მიხარია. ახალ დღეს სიახლე უნდა მოჰქონდეს, მე კი ერთ ადგილზე ვდგავარ და თუ ვიძვრი, ისიც მხოლოდ უკან ვიწევი. დამღალა ცხოვრებამ, საკუთარმა თავმა დამღალა. თითქოს არავის ესმის ჩემი. ხანდახან მგონია, რომ 15 წლის მოზარდი ვარ. მაგ ასაკში ეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა და არავის ესმის მათი. მეც სწორედ ასე ვარ. მგონია ერთი დიდი სამიზნე ვარ, რომელსაც მალე სატვირთო გადაუვლის. საით წავიდე, საით გავიქცე, ან რისთვის გავიქცე, თუ არსაით გავრბივარ?! როცა მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ბრძოლასაც არ აქვს აზრი. სუიციდი, სუიციდი, სუიციდი... რაც თავი მახსოვს ამას ვებრძვი. ალბათ 15 წლის ვიქნებოდი სუიციდის სურვილი, რომ გამიჩნდა და მას შემდეგ ვცდილობ თავიდან ამოვიგდო. მაგრამ ისე ძლიერ აქვს ფესვები გადგმული ჩემს არსებაში რომ ვერ ამოვძირკვე. მოვთხრი, მოვსპე მგონია, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ამოიყრის თავს. რა იყო, რა, სისხლში მაქვს თუ რა უბედურებაა?! საბედნიეროდ მე ძლიერი თვითკონტროლის უნარი მაქვს და ჩემი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, ზუსტად ვაცნობიერებ, რა მოჰყვება ჩემს საქციელს. დედა და დედისადმი ვალდებულებები... აი რა მაკავებს ამ ცხოვრებაში. ეტყობა დედის ბიჭი ვარ. მამა არ მყოლია და ვიქნები მარტო დედის, აბა რა იქნება?! დედაჩემის მთელი ცხოვრება მე ვარ...
  ამ ფიქრებით ვიყავი გართული ტელეფონზე ესემესი მოვიდა. მაიკო მწერდა. ზუსტად იცის როდის უნდა მომწეროს ან თავი შემახსენოს რა... უცებ გამომიყვანა ფიქრებიდა. შესვენება მქონდა და სასადილო ოთახში ყავას ვსვამდი.
- ბარტყი, აქ ხარ?
- ხო, რა იყო?
- „არ მაქვს ქვედაბოლო“.
- რაო?
- გაგიგე ის, რომ გაინტერესებდა.
- რაზე ამბობ?
- „ნანე ცოხა“ ნიშნავს „არ მაქვს ქვედაბოლო“
- მართლა?
- ხო.
- უეჭველი იცი?!
- ხო, რა. სხვა ვარიანტი გააქვს?
- არა. რაღაც უფრო სხვას ველოდი.
- ხო, მეც. :)
- როგორ გაიგე?
- ინტერნეტით. მეგობარი დამეხმარა, ტექსტის სრული თარგმანი მაქვს, გინდა?
- კი, მაგრამ მე ვერაფერი ვიპოვე ინტერნეტით და ეგ შენი მეგობარი ყოვლისშემძლეა?!
- ეტყობა იცის, სად და როგორ უნდა ეძებოს.
- ყოჩაღ!
- მერე სხვა მეგობართან გადავამოწმე. ფოლკლორულ ანსამბლში მღერის. იმან არ იცოდა შინაარსი, ერთი ის მითხრა, პატარა გოგოს სიმღერააო და გათხოვებაზე მღერისო.
- მიდი რა ტექსტიც დამიკოპირე.
- ახლავე.


Юбки нет, рубашки нет,
Ты отец, купи их мне!
- Выйдешь замуж, а потом
Мужа спрашивай о том!
Най на на на на на на на на...
Серьги-кольца дай, отец,
Как цыганке без колец?
Коль тебя не упрошу,
В девках дня не усижу.
Най на на на на на на на на...
Захожу я во лесок,
Сорвала я там цветок,
Приколола к голове,
Чтоб понравиться тебе.
Най на на на на на на на на...
Юбки нет, рубашки нет,
Ты отец, купи их мне!
- Выйдешь замуж, а потом
Мужа спрашивай о том!
Най на на на на на на на на...



„Nane Tsokha
Nane tsókha, nane gad,
Me kinél mange yo dad!
Syr vydtjava paloróm,
Me kinél mange yo rom!
Dado, kin mange chenya,
O chenya sumnakune.
Na kinesa o chenya,
Na beshava dro chaya!
Zageyom me drey da sado,
Zriskirdyom me tzvéto,
Prekirdyom les ke sheró,
Te kames miro iló.
Nane tsókha, nane gad,
Me kinél mange yo dad!
Syr vydtjava palorom,
Me kinél mange yo rom!“

- ოქროს გოგო ხარ მაიკო! მადლობა.
- ახლა, მითხარი რაში გაინტერესებდა.
- ავიკვიატეთქო ხომ გითხარი.  ერთი ბიჭი გავიცანი ბოშაა. მოკლედ, დავძმაკაცდით.
- გადარეული ხარ რა, გიო. ბოშა ძმაკაციღა გაკლდა შენ?!
- მართლა კარგი ბიჭია.
- რავიცი, იმედია. ისე, კიდევ კარგი ბიჭია. :))
- შენ როგორ ხარ? რა ქენი, იმ დღევანდელ ჩემს რჩევაზე?
- ისე მოვიქეცი, როგორც მითხარი.
- მერე გოგო, მაგას არ მეუბნები?
- მოსაყოლი არაფერია. დამირეკა და შევხვდეთ დავილაპარაკოთო. მე კიდევ არ მცალია მეთქი და არ შევხვდი.
- როგორ დაშორდი?
- ავუშარდი. გავუჭედე, მერე კი ვუთხარი, დამღალე მაგრად და საერთოდ შემეშვითქო. თავიდან არ დაიჯერა. ეგონა, რომ ვეხუმრებოდი. ჯერ ისევ ვერ იჯერებს.
- მაგარი ტრაკია ეგ შენი შეყვარებული, მაგიტომაც არაფერი ესმის.
- კაი წავედი, არ მცალია.
- მიდი ხო. თუ რამე... მითხარი.
- ჭკუით იყავი!

  ეს ორშაბათიც მიიწურა. სამშაბათიც ორშაბათს ჰგავდა. ოთხშაბათი კი სამშაბათს, ანუ ისიც ორშაბათს.
ხუთშაბათს მოულოდნელად აუდიტი დამადგა თავზე. სალარო შემიმოწმეს. საბუთებს გადახედეს. მთელი დღე სალაროში იყვნენ და იქექებოდნენ. ვერაფერი ვერ მიპოვეს. ბოლო დღეები განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებოდი ყველა წვრილმანს. აუდიტის მოსვლა კი ნიშნავდა, რომ ბოსმა ჩემს წინააღმდეგ გეგმა აამუშავა. პირველმა პუნქტმა არ გაუმართლა, ჩემს სასარგებლოდ დასრულდა. საღამოს სალაროს გადასაბარებლად, რომ შემოვიდა, მივახვედრე მიგიხვდითქო. ჯერ ერთი თვე გასული არ იყო. ეტყობა წინ კიდევ მელოდა „სიურპრიზები“.
  პარასკევს „მისტიური კლიენტი“ მყავდა. ეგენი ისე მყავს დამუღამებული, შეუმცდარად შემიძლია ამოვიცნო. არიან ორი კატეგორიის, ერთნი ძალიან თავდაჯერებულის როლში, მოერენი კი ძალიან დაბნეულები, რომლებიც ვითომ ვერაფერს ხვდებიან. იმ დღეს ისეთი უცნაური აგენტი იყო, ეტყობა შემოწმების ახალი სტილის ტრენინგი ჰქონდა გავლილი. ჯერ რიგში დიდხანს იდგა, ორი კლიენტი გამოატარა. თავიდანვე მივხვდი, რომ მაკვირდებოდა. ახალგაზრდა გოგო იყო, გაშლილი თმითა და „აგრესიული“ მაკიაჟით. მუქი შავი ჩრდილებით თვალზე და წითელი წუჩსაცხით. დეკოლტე ზედა ეცვა, დიდი მკერდი თითქმის შუამდე უჩანდა. არადა, არ მევასება ეს დიდი მკერდი და რა იცოდნენ მაგათმა. რომ მომიახლოვდა, ჯერ დაიბნა დაიმორცხვა თითქოს. პირადობა დიდხანს ეძება ჩანთაში, ბოლოს მართვის მოწმობა გამომიწოდა. მერე კი 100 დოლარიანი შემომიცურა ფანჯრის ქვეშ, კონვერტაციისთვის. ამ ძებნაში ისე დაიღალა, დასასვენებლად, იდაყვები ფანჯრის წინ მაგიდას დააყრდნო და ხელისგულებში ნიკაპი ჩარგო. დიდი მკერდი, ერთბაშად ამოიზნიქა, ლამის ამოხტა აზღუდიდან. გაჭირვებული და ქალს დანატრებული კი ვიყავი, მაგრამ პრინციპულად არ გამიხედავს მისკენ. ნერწყვის ჩასაყლაპადაც კი დაბლა დავხარე თავი. საბანკო ოპერაციის შესრულების დროს, ჩემი ყურადღება რომ ვერ მიიქცია, მერე რაღაც სულელური კითხვები დამაყარა. ყველაზე ამომწურავი და გასაგები პასუხი გავეცი. მერე ქვითარი გავუწოდე და მივუთითე ხელი გარკვევით მოეწერა. საბოლოოდ ორი ფურცელი გამოვცვალეთ და როგორც იქნა სასურველი ხელმოწერით ჩავიბარე ქვითარი. ის კისკისებდა სულელივით, მე კი აუღელვებლად ვუღიმოდი და თავაზიანად მივმართავდი. ფული რომ გავუწოდე. დათვლა დაიწყო. არ ვიცი სად გააქრო 10 ლარი. ამიშარდა აკლიაო. ზუსტად მახსოვს სამჯერ დავითვალე. შეუძლებელი იყო შემშლოდა. ალბათ კარგად ვერ ითვლითთქო შევეპასუხე. კუპიურები შემომიყარა, უკეთესად შენ დაითვალეო. დავითვალე, მართლაც აკლდა ათი ლარი. ძირს ხომ არ დაგივარდათთქო. არაო. ჩხუბი დამიწყო, ფული დამიბრუნეთ, თქვენი არაფერი მინდაო, მათხოვრები ხართ და ხალხს ძარცვავთო. ისე კაკანებდა სიტყვა ვერ ჩავაკვეხე, რომ გამეჩერებინა. შიდა ტელეფონი ავიღე და ბოსს დავურეკე, კლიენტს ამოვიყვან და კამერის ჩანაწერი ვნახოთმეთქო. ეტყობა იცოდა, თავად ჩამოვიდა, სანამ მე ქალბატონის დაყოლიება მოვახერხე. საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ ქალბატონი დანაკლისით წაბრძანდა. თქვენი არაფერი მინდა, არ მჭირდება კამერების ჩანაწერების ნახვაო. ბოსმაც შეეშვი და ფული მიეციო მითხრა. მე დავიჟინე აუცილებლად ვნახოთმექი, არავის მივცემდი ცილისწამების უფლებას. ქალს ფული სალაროდან დავუბრუნე და მაშინვე გამოვედი, მაგრამ იქ აღარ დამხვდა. მისი წასვლით კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აგენტი იყო. ესეც ბოსის გეგმის მეორე პუნქტი, რომელიც ჩემს სასარგებლოდ დასრულდა.
  დღის ბოლოს ნათია საბუთებს დიდხანს შემორჩა. მივხვდი, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული. მე არ შევიმჩნიე, არც გამოვიწვიე. ბოლოს მეც, რომ დავასრულე ვკითხე.
- მალე მორჩები?
- კი, კი.
- დაამთავრე მაშინ და გავიდეთ.
- ახლავე. - დაკეცა საბუთებით სავსე ბაინდერი და ადგა. ჩანთას ნაუცბადევად წამოავლო ხელი და წამოვიდა. ერთად გამოვედით ბანკიდან. - გაგიყვან, გინდა? - მკითხა კართან.
- არა, არ შეგაწუხებ. მადლობა.
- არ შევწუხდები. წამო წაგიყვან.
- არა მართლა. ფეხით გავივლი. - გოგოსავით გავიპრანჭე რა. ისღა მაკლდა ეკითხა, გეშინია ჩემიო და...
- რა იყო, გეშინია ჩემი? - აჰა, ეგე.
- არა, ნათია, მე კი არა, შენ უნდა გეშინოდეს ჩემი. - გადაიკისკისა გულიანად.
- მე? რატომ? საშიშს სულაც არ გავხარ. პირიქით.
- სინამდვილეში, ისეთები სულაც არ ვართ, როგორებიც სალაროში ვჩანვართ. - თვალი ჩავუკარი. - ასე, რომ ჯობია ჩვენ-ჩვენს გზას გავუყვეთ.
- იმედი გამიცრუე, შეფ! - ისევ არხეინად გადაიკისკისა. უხ... გავიფიქრე ლამის მოსიარულე ერექცია ვარ და რას გიზამდი ახლა ნათია, რომ იცოდე, აქვე ქუჩაში გაგჟიმავდი, მაგრამ გამასწრო გირჩევნია. ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი თვალებში, ამეწვა და ჟინმორეულმა ისე დავაჭყიტე, ცოტაც და ბუდეებიდან გადმოცვივდებოდა. შემატყო ალბათ თვალები, რომ ჩამიწითლდა. კმაყოფილმა შემომხედა, ამათვალიერა და ცალყბა ღიმილით გამერიდა. მეც სასწრაფოდ მოვშორდი იქაურობას. გულში ვფიქრობდი, რატომ მე ნათია, ჰა? რა ნახე ჩემში ასეთი?!
  ისეთ კაცობას რა ვუთხარი, მორალი რომ სურვილზე წინ გაქვს დაყენებული.
  წავედი ჩემს ციგან ძმაკაცთან საღამოს გასატარებლად. ბოლო დღეებში, ყოველ საღამოს ერთად ვატარებდით. ხან ქუჩაში გვიამობამდე, ხანაც ჩემთან სახლში ვუყურებდით ტელევიზორს. ვიკაზე არაფერს ვეკითხებოდი, არც ის ამბობდა რამეს. არადა ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა მასზე გველაპარაკა.
შაბათი სამსახურში მშვიდი დღე იყო, სიურპრიზების გარეშე ჩაიარა სამუშაო დღემ. ნათიასაც კი არ გამოუხედავს ჩემსკენ. რატომღაც სურვილიც კი არ მქონდა მისთვის რამე ამეხსნა. სულაც გეი, რომ ვგონებოდი, ხმას არ ამოვიღებდი.
  ჩემი ძმაკაცი, დათკას დაბადების დღე იყო. ვიცოდი ბიჭები სახინკლეში წავიდოდნენ. ყოველთვის ასე ვიქცეოდით ხოლმე, ერთმანეთის დაბადების დღეებზე, ჩვენს უბანთან ახლოს სახინკლეში ვიკრიბებოდით. იმ დღესაც ზუსტად ვიცოდი 7 საათის მერე ბიჭები „პაპუნას დუქანში“ მოიყრიდნენ თავს.
სულ მეკიდა, ბონიც, ბუჩოც და მთელი მაგათი „კამანდა“. ჩემი ბავშვობის ძმაკაცის დაბადების დღეზე მაინც მივიდოდი. რაღაცნაირად უცხო ძალით ვიყავი სავსე, თითქოს მაჭარივით ვდუღდი შიგნიდან. შუშხუნა სასმელივით ვიყავი, ვივსებოდი და მალე ალბათ ყველაფერს გადმოვანთხევდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები