ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივლისი, 2017


:;:;

წითლდება სივრცის ფარულ ბინაში
ცა მორჩენილი სეზონურ ჩივილს..
და ვით მსახური მეფის წინაშე
მიწაზე მძიმედ ეცემა ჩრდილი..

და მოვიგონებ ათასგვარ მიზეზს
და შევეშვები სიტყვების კვეცას,
რომ ახლა ჩუმი ღიმილით გიმზერთ,
მე და ქარებით დაგვული ზეცა..

ეს ყველაფერი მთლიანად შემშლის
ვეშვები თვალთა მალულად პარვებს,
(გადაიჩეხა ტალღათა ხევში
ზღვაზე ტივტივით დაღლილი მთვარე..)

და მიზეზთა და მიზეზთა ქარგვას
ვაგრძელებ ფრთხილად, ისევ და ისევ,
თუმცაღა კვლავ შენს წინაშე ვგავარ
ორ სიტყვას შორის ცარიელ სივრცეს...

შორს ღამე არწევს სიზმრების აკვანს,
მე ინსომნიით ვპოულობ ფანტომს.
და ამ ყველაფერს ვიგონებ რადგან
მე და ზღვა დავრჩით სრულიად მარტო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები