ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“. ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2017


ერთი სიცოცხლე

სავარძელში ისე იჯდა თითქოს ჩაკარგულიყო. ლიკა საოცრად წააგავდა  თავის იმწამიერ განწყობას. ფართედ გაღებული უსიცოცხლო თვალები რაღაც წერტილს რომ მიშტერებოდნენ, ფერმკრთალი სახე, შუბლზე აცოცებული წარბები, გაფითრებული ტუჩების კუთხეები დახრილი და  გაწეწილი თმები სრულად მიანიშნებდნენ რომ გადაწყვეტილების მიუღებლობა იყო  მიზეზი. წელშიმოხრილს და მხრებჩამოგდებულს ხელები ფეხებს შორის ჩაედო. ტელეფონმა რომ დარეკა არ განძრეულა და არც თვალიც დაუხამხამებია. მერე, ასე 10 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. ახლაც ურეაქციობა. ზარი მეორედ, კიდევ, ისევ, ბევრჯერ, გადაბმულად.  სავარძლიდან სწრაფად წამოდგა. გადაწყვეტილება მიიღო!
თვალებაწყლიანებულმა გააღო კარი. ოთახში შემოსულმა თეამ საყვედურებით აავსო. 
  - რა არის, ლიკა? რატომ მაშინებ? 
არაფერი უპასუხა.
  - რა გადაწყვიტე? 
  - წამიყვანე! დროზე! 
თეამ მობილურზე ნომერი აკრიფა და სამზრეულოსკენ წავიდა, ალოო და კარიც მიხურა. 
როდესაც გამოვიდა ერთხელაც ჰკითხა: 
  -ლიკა, ნამდვილად გადაწყვიტე?
- კი! კი! კი! წამიყვანე დროზე! 
-ჰო, კარგი, დამშვიდდი, წავედით, ოღონდ თმები რას გიგავს, მოწესრიგდი.
  თეამ მანქანა ცხრასართულიან კორპუსთან გააჩერა. ლიფტით რომელიღაც სართულზე ავიდნენ და თეთრად შეღებილ კარს მიადგნენ. 
ექიმი, თეთრ ხალათში და პირბადით დახვდათ. 
- აბა, გოგოებო,  შემოდიიიით  - მხიარული ჩანდა და  ღიმილით გააგრძელა: 
  - დიდი ხანია არავინ მომიკლავს.  უჰ, უკაცრავად, გამარჯობა 
- გამარჯობა ვახო ექიმო - მხოლოდ თეა მიესალმა.
ლიკამ თეას გახედა, თეამ თვალი აარიდა. 
  - აბა იქით გავიდეთ - ოთახისკენ გაემართა ვახო ექიმი. თეაც და ლიკაც გაყვნენ. 
- რაო რა თქვა?  - ჩუმად ჰკითხა ლიკამ მეგობარს. 
  - რა? ვერ გაიგე? 
  - გავიგე, მაგრამ...   
  - რა თქვა არასწორი?   
ლიკამ არაფერი უპასუხა. მერე ვახო ექიმმა -დროზეო. და გოგოები ოთახში შევიდნენ.   
  - ესე იგი ასეეეე... რა გქვია შენ? 
- ლიკა   
- ლიკა, ლიკა, ლიკუნიიიი, სანამ საქმეს შეუდგებოდე მთელი პროცესის საქმის კურსში უნდა ჩაგაყენოოო, ეს აუცილებელია! 
  - პირველი - ამ საქმეს ხელს არავინ მოკიდებდა, რადგან მეხუთე თვეზე ხარ -  ექიმი შეტრიალდა და მაგიდიდან ხერხისმაგვარი მოგრძო ინსტრუმენტი აიღო. 
    - მეორე - ცუდია რომ ასეთი რამ სახლის პირობებში კეთდება, რადგან ეს რთული ამბავია და  თუ გართულდა საავადმყოფოში გადაყვანა მოგვიწევს სადაც ჩემი სახელი არ უნდა ახსენო გასაგებია, ლიკა!   
  -კი,  გასაგებია - დაძაბულმა უპასუხა.   
  - რაც შეეხება პროცესს  აი ამ ხერხით ნაყოფს კოჭში ჯერ ერთ ფეხს გადავუხერხავ და რომ გამოვიღებ მეორეს გადავხერხავ ასევე კოჭში. ამის შემდეგ მუხლებში გადავხერხავ. მერე ხელებსაც იგივეს ვუზამ და მერე ტანს დავანაწევრებ. გასაგებად ვსხნი? 
გაფითრებულმა ლიკამ პასუხი დაუგვიანა. 
  - ლიკა! - დაუყვირა  ვახო ექიმმა. 
  - კი, გ ა ს ა გ ე ბ ი ა  - წაილუღლუღა. 
  - ჰოოო, კარგია. ყველაზე რთული მომენტი კი  თავია! 
  - რა ,,თავი,,?  - იკითხა შეშინებულმა ლიკამ. 
  -  ნაყოფის თავი. ის სამ ნაწილად უნდა დაიჭრას და საქმე ის არის ნაყოფს უკვე ტვინი აქვს, რომელიც შესაძლოა ჩაგექცეს, მაგრამ არა უშავს გამოსუფთავდება. 
თეა ლიკას უცქერდა თანდათან რომ ფერს კარგავდა.   
  - ლიკა წვეთები დაგისხა?  - ჰკითხა 
  - კი...დამისხი... 
  - ვახო ექიმმა კი გაარძელა; 
  -  ჰოო, გულისცემა მხოლოდ მაშინ გაჩერდება თავს რომ დავხერხავ. ისე საოცარია, ყველაფერს გრძნობენ, კედელისკენ იწევენ, აეტუზებიან ხოლმე. ზოგჯერ ისეთი სასაცილოები არინ რომ... ლიკა რა ფერი გადევთ? 
  -  წ ყ ა ლ ი .... 
  - ის... 
  - ვინ?  - იკითხა თეთრხალათიანმა. 
  - ნ ა ყ ო ფ ი.... 
  - რა  ,,ნაყოფი,,? 
  - ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს... გ რ ძ ნ ო ბ ს ?   
  -  ჰაა-ჰაა-ჰააა, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ რა? შენ ვერაფერს იგრძნობ! 
  - ის... იტირებს ?   
  -  ჰა-ჰა-ჰა-, არა, არა, მას ჯერ ცრემლი არ აქვს, ჰა, ჰა, ჰა, ისე ვერ გავიგე შენ აბორტის გასაკეთებლად მოხვედი თუ სენტიმენტის გამოსახატავად? აბა ჩქარა მაგიდაზე!   
  - არა! არ მინდა! არა! არა! 
  - რას მიქვია - არ მინდა?! თეა, ეს ვინ მომიყვანე?!   
  - ლიკა, კარგი რა, დრო გადის, კაცს ეჩქარება!     
  - არა! აღარ მინდა! გადავიფიქრე! გადავიფიქრე! 
  - თეა დროზე! ან მაგიდაზე, ან აქედან ჰაიდა! გაიგეთ?! 
  - არა! არა! აღარ მინდა! აღარ!!!!  - და  მომავალი დედა გარეთ გავარდა.   
თეას თვალებზე უზარმაზარი ცრემლები დაჰკიდებოდა. ვახო ექიმმა პირბადე მოიხსნა. სახე სულ დაცვარული ჰქონდა და მთელი გულით უღიმოდა თეას.   
  - მართლა მაგარი ხარ, თემო! ძალიან მაგარი! - და მოეხვია. 
  - დიდი მადლობა  - ყურთან წაუჩურჩულა, ლოყაზე აკოცა და გააგრძელა 
  -  პრემიერა როდის გაქვს? 
  - ზეგ 
  - ერთი სიცოცხლეც.....ისე მაშინ მე რატომ არავინ მყავდა გვერდით...  კარგი მე წავედი, ის სულელი გოგო მისახედია.   
 
     
 




 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები