ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლევან რევაზიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 ივლისი, 2017


ღმერთი მხოლოდ განსაკურნებლად სჯის

1. დროში და სივრცეში მხოლოდ იმიტომ მოგვათავსა ღმერთმა, რომ შემდეგი მომხდარიყო:  „გამოსცდის ღმერთი მათ, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ“. -ეკლესიასტე 3:18

2. ჩვენ ყველანი დაბნეული ხალხი ვართ, არ ვიცით საიდან მოვდივართ და საით მივდივართ: „ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, რომ ვერ მიხვდება ადამიანი ვერაფერ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება; რაც უნდა დაშვრეს და იძიოს, ვერას მიხვდება; თუნდაც ბრძენკაცმა თქვას: მივხვდიო, ვერას მიხვდება“. -ეკლესიასტე 8:17

3. დაბნეულმა ხალხმა უამრავი საშინელება ჩაიდინა; მაგრამ ღმერთი კონტროლში იყო, და ყველაფერი მისი სცენარის მიხედვით მიდიოდა; წერია, „რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის“. -რომაელთა 5:6

4. და ეს ქრისტე, რომელიც მოვიდა და განსაზღვრულ დროს მოკვდა, არც მეტი და არც ნაკლები იყო - ღვთის ძე, თავად ღმერთი, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე ხილული თუ უხილავი. ვიდრე მოკვდებოდა, ის უამრავ რამეზე ლაპარაკობდა; მათ შორის - განკითხვაზე და სასჯელზე.
ამბობდა,

„მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა“. -იოანე 5:22

და ამბობდა.

„იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი“. -იოანე 3:17

ანუ, იესოს ჰქონდა სრული უფლება, რომ განეკითხა წუთისოფელი, მაგრამ, ეს არ იყო მისი მამოძრავებელი მოტივი. მისი მამოძრავებელი მოტივი იყო - წუთისოფლის გადარჩენა.

და ამბობდა,

„მე კი არავის არ განვიკითხავ“. -იოანე 8:15

შეუძლია განკითხვა, მაგრამ, არ განიკითხავს. .

და იესო, ვიდრე მოკვდებოდა, ამბობდა,

„ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა“. -იოანე 12:31

და როცა გააკრეს ჯვარზე, გაინტერესებთ რა იყო მისი სამსჯავრო სიტყვა? -აი რა იყო,

„მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“. -ლუკა 23:34

ყველაზე მძიმე მომენტში. . როცა უნდა გამოეყენებინა თავისი პრივილეგია განსაკითხად, სწორედ მაშინ უარყო ეს უფლება და მაინც მიუტევა მთელს კაცობრიობას.
და ამაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, მთელს კაცობრიობას რომ მიუტევა; რადგან წერია,
„ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი“. -1 იოანე 2:2

..კი, ბიბლია ლაპარაკობს გარესკნელის ბნელზე, ჯოჯოხეთზე, ტირილზე და კბილთაღრჭენაზე, იმ დღეზე, როცა მოხდება (და ყოველთვის იყენებს ქარაგმულ თქმებს და არასოდეს პირდაპირ არ ლაპარაკობს)
ცხვრების თხებისგან გამიჯვნა -მათე 25:31-46
და როცა მოხდება ხორბლის ბზესგან გამიჯვნა -მათე 13:24-30.

მაგრამ, ეს ყოველივე, განა შურისძიებისთვის იქნება, არამედ - განკურნებისთვის.
ვინაიდან, თვით ჯოჯოხეთის აღსასრულია ნაწინასწარმეტყველები. (ამაზე ეკლესიებში არ ლაპარაკობენ, ვიცი, მაგრამ, ეს არ ცვლის ფაქტს.)
წერია,
„სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“. -გამოცხადება 20:14

ზოგს ეს ცეცხლის ტბა უფრო „დიდი ზომის ჯოჯოხეთი“ ჰგონია : )))  და საერთოდაც, რეალური ცეცხლის ტბა ჰგონია. რაც ძალიან სასაცილოა, რადგან, „სიკვდილი და ჯოჯოხეთი“ რომლების ამ ცეცხლის ტბაში უნდა ჩაცვივდნენ, როგორ უნდა დაიტანჯონ აინტერესებთ? : ))))
ეს არის სულიერი რეალობა,
და საბოლოოდ, ნაწინასწარმეტყველებია რასაც ემსახურება ყოველი ღვთაებრივი სასჯელი;
აი ისიც,
„ამიტომ მაცალეთ - ამბობს უფალი - იმ დღემდე, როცა მოწმედ წამოვდგები, რადგან ჩემი განაჩენით მოიყრიან თავს ერები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი წყრომა და მთელი ჩემი მგზნებარე რისხვის მძვინვარება, რადგან ჩემი ეჭვიანობის ცეცხლით შთაინთქმება მთელი ქვეყანა. მაშინ მივცემ ერებს გასუფთავებულ ბაგეებს, რომ ყველამ მოუხმოს უფლის სახელს და მხარდამხარ ემსახურონ ღმერთს“. -სოფონია 3:8-9

ვინც ყურებს მოსმენისთვის იყენებს - იმან ისმინოს.
ვინც თვალებს დასანახად იყენებს - იმან დაინახოს, რომ ღმერთი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. .
და რომ ღმერთი ემუქრება თვით ჯოჯოხეთს. .შენი სიყვარულისთვის!
მისი ერთადერთი ოცნებაა, რომ ყოველი ქმნილება განკურნოს, გაასუფთაოს და მარადისობაში წარუძღვეს.

და ბიბლიის მიხედვით, „მართალია უფალი“. -ფსალმუნი 144:17
და ბიბლიის მიხედვით, „მართალს საწადელი აუსრულდება“. -იგავები 10:24

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები