ნაწარმოებები



ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2017


გალაკტიონი

დღეს მიწა იყო ძლიერ პირქუში,
ლანდების ცხადში გადმოყვანება,
და აჩრდილების ბლანტი ძილქუში,
დღეს სევდა იყო და მწუხარება,
დღეს იყო ნისლის სიჩუმე გრძელი,
დღეს უგონობა იყო გონივით,
დღეს ღამე იყო, და მონატრება,
და მთვარე ენთო ლამპიონივით.
დღეს ყველაფერი იყო სხვაგვარად!
------------
ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძეს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები