ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2017


უ ბ ე რ ე ბ ე ლ ი ჩემი ქვეყანა (ექსპრომტი)

შემეწამულდა  ცა  აქ  სოფელში,
გადი–გამოდის  ქარი  უსაქმოდ,
გადაუბნია  ჩიტებს  საგზალი
და  დაგვიტოვა  ულუკმაპუროდ.
დანამულია  დილით  სამყარო
ხარხარებს ღამე  უდაბნოს  ყინვა
დედოფლობს  ცაზე  კამკამა  მთვარე
და  მზე  ხელმწიფობს  მიწაზე  ცხარე.
კრიალებს  მთვარე  ვით  ბროლის  სარკე
ზოგჯერ  კი  როგორც  მტვრიანი  მინა.
ვარსკვლავებს  მთვარე  ამყოფებს ახლო,
რადგან  ურჩები  ვერ  დააღვინა.
და მზეც  იღვიძებს,  დილით  ნელ–ნელა
ტანზე  ათასფერ  სამოსელს  იცვამს
საქართველოს  ცა  მაგიჟებს  ერთობ
ქართული  მიწა მიზიდავს  ვფიცავ.
ჩემი  სამშობლო  ერთადერთია
ღვთისმშობელს მადლობ  ასე რომ  იცავს
ჩემი  სულია  რომ  დაფოფინებს
ჩემი  სხეული  მისი  ნისია
ჩემი  ძვლებია  ვით  სამკაული
ტკივილიც  მძიმე  მხოლოდ  მისია.
ჩემი  სამშობლო  საქართველოა
ჩემი  ქვეყნა  ერთადერთია
უბადლო  ასე  გამორჩეული
ჩემი  სამშობლო,  ჩემი  ღმერთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები