ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2017


ანას.

იღიმი...სამყარო ფეხზეა..შურიან
ფიქრებში ემწყვდევა კაციც და ქალთა ბრბოც,
მე შენი ცხოვრების,მუდმივი მდგმური ვარ
იმდენად მტკიცე,რომ დროც ვერსად გაგვაქრობს.

და უკვე იცინი...ამღვრეულ სივრცეში
გარჩევა რთულია,შენი და ქალღმერთის,
და ეს ცაც უშენოდ იღვრება სიღრმეში
ჩემსავით იღვრება და ჩემზე თავხედი.

ხარხარებ...სურვილიც არ გაქვს რომ გაჩერდე
ეს შენხარ,ეს შენხარ,ეს შენხარ: ანა ჩი.
და შენი სიცილის ,დარღვევის მსურველებს
სუ ყველას მოვკლავდი სიტყვით ან დამბაჩით.

გაოცდი......................................................

ვინ იცის მცდელობა რა მანძილს გასცდება,
ყოველთვის ვცდილობ,რომ გავექცე ბელიერს,
ვიდრე ეს უსულო სხეული გამძვრება,
მინდა რომ მანამდე გიყურო ბედნიერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები