ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2017


რ ა მ ა რ ი ს

არის  სიბრიყვე,  თუ  იდარდებთ  რაც  არ  გიღირდათ,
არის  სიბრიყვე,  თუ  გაამხელთ  მოწყენის  მიზეზს,
არის  სიბრიყვე,  თუ  დაიწყებთ  თავის  მართლებას,
და  მოკრძალებით  უღირსობას  ფართე  გზებს მისცემთ.
არის  სიბრიყვე,  თუ  მართალი  ბოდიშს  მოიხდით,
არის  სიბრიყვე,  თუ  გაქცეულს  გადაუდგებით,
არის  სიბრიყვე,  თუ  ეცდებით  რომ  შეაჩეროთ
ვინც  გადაგთელათ  და  სარგებლობს  თქვენი  უფლებით.
და  უფრო  მეტად,  უდიდესი  არის  სიბრიყვე,
თუ  დამნაშავის  დანაშაულს გადაიბრალებთ, 
მხოლოდ  იმიტომ,  რომ  უღირსი  შეინარჩუნოთ
ჩუმი  ტკივილი  დარჩეს  უტყვი,  უკიდეგანო.
უპატიებელ,  დიდ  სიბრიყვეს  სჩადიხართ  მაშინ,
როცა  უტიფარს,  მეორეჯერ  თვალს  დაუხუჭავთ,
არის  სიბრიყვვე,  თმენას  ხორცი  შეასხა  შენივ,
როცა  ღირსება  მღრღნელმა  კბენით დაგიმუწუკა.
არის  სიბრიყვე,  მზაკვრის  ფხებს  თუ  თვალით  ატარებთ,
ყურს  მოუყრუებთ,  დააფარებთ  ხელს  მესამედაც,
მიუშვერთ  ლოყას,  მეორედაც  შემდგომ  დარტყმისა.
გასული  ზღვაში  კვლავ  შეარჩევთ  სვავს  მენავედაც.
მოეშვით,  ორპირს,  გაიწიოს,  წავიდეს  იქით,
ეედემება  ღორს  ტალახი,  რადგანაც  მუდამ,
მარგალიტები  სად  ვერ  ფასობს,  არც  ნაპირია,
ღირსყავ,  ღირსება  ვინც უღირსად  გადაგიხუნა.
გამოირიცხოს  პატიება,  უკანდახევა ,
ზღვარს  გადალახვა  უნდა  რადგან,  ჭირი  ჭირია.
ყველა  სატკივრის,  მკურნალობა  დროული  ფასობს,
ნავსი  ნავსია და  ედემში მუდმივად  ნავსობს.
ყველა  შენობის  ნახაზებში  ბევრი  ჭრილია
და  ყველა  ჭრილთან,  დააკვირდით  მუქი  ჩრდილია.
იფრთხილეთ,  თუკი, ერთხელ  ფეხი  გადაგიბუნდათ,
იქ,  ნიადაგი  მორყეული,  ფუჭი,  მწირია,
უნდა  დაკარგო,  თუ  რამ  მართლა  დასაკარგია,
თუ  მისი  ფასი, არც  თუ  მაგრამ,  ჩირის ფასია.
მაგრამ  იბრძოლე, თავგანწირვით,  მართლა  იბრძოლე,
ბოლო  წვეთამდე,  შენი სისხლის  ბოლო  წვეთამდე,
თუ  გემუქრება  ღირებულის,  ჩინის  დაკარგვა
თუკი  მას  გართმევს  მასხარა  და ერთი  ავარა, 
არარაობა,  გონჯი  თიხა,  სხვა  რამ  კი  არა,
არ  ღირს  დათმობა,  სადაც  უნდა,  არ  უნდა  დათმო,
ღირს  ისასტიკე,  სადაც  იყავ  აქამდი  სათნო,
რადგან  მოგსპობენ, დაგღეჭავენ,  ლუკმად  გაქცევენ
და  თუ  დასჭირდათ  ერთის  ნაცვლად  ასჯერ  გაგცემენ,
შენი  ძვლებისგან  თბილ  სასახლეს  გაიკეთებენ
და შენი  სულის  საგინებელს  ცად  აღავლენენ.
ხოდა  იბრძოლე,  არ  დაინდო  ვინაც გაგწირა,
ძვირფასს  რომ  გართმევს,  ვერაგობით  გაგინაპირა.
სისულელეა,  დამიჯერეთ,  სისულელეა
აქ,  ამ  ბილიკზე,  ბეწვის  ხიდზე,  ვიწრო  სავალზე,
მრავალჯერადად  ქედის  მოხრა  და  მტვრის  შესუნთვა.
აუტანელი,  როგორც  სიცხე  აგვისტოს  თვეში,
მზის  სამეფოში,  საჰარაში  ღამე  სატანა,
შენმა  ქვეყნამ როცა ფიქრით  დღმდე  გატარა
შენც  გიწევს  ახლა,  ჯოჯოხეთის, კუპრის  ატანა
და  შენი  მტკიცე  ნაბიჯებით  თავის  გატანა,
არსასურველი  აურაცხი  არის  სიბრიყვე.
არის  სიბრიყვე,  დამიჯერეთ სიბრიყვე  არის,
რაც  კი  სიბრიყვე  ნამდვილია,  არის  სიბრიყვე.
არის  სიბრიყვე  სიბრძნის  იქით  ყველა  სიბრიყვე.

????????????????????????????–///////////////////////////////////////
ქარი  წუწუნებს და  ივლისის  სიცხეს  უჩივის
ჭრიჭინებმა  ხომ  ყურთასმენა  წაიღეს  უკვე.
მზის  სხივებია  უკვე  როგორც,  ფილის  გურჩები,
ეს  ჭრიჭინები  ჭრიჭინ–ჭრიჭინ  მათზე  ურჩები.
ჩვენს  ბედისწერას  მიაწერენ  მავანნი  ყველას,
დაწესებული  გადაგვხდება  მისხლით  მისხლამდე,
რაც  გადაწყდება  არრა  ძალა  და არსით  შველა,
უცვლელი  რჩება  ბედიცა  და  თვით  ბედისწერაც,
გადასახადში არ  ბრუნდება  გროშიც  კი  ხურდად,
ვაი  თუ  ვინმეს  უკვდავყოფის  წყალი  მოსწყურდა.

გურჩი–ფილთაქვა,  ქვა–სანაყის  ქვა,  გურჩი–ქვა,  რომლითაც  ფილში  ნაყავენ  სუნელებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები