ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2017


ისევ ლექსებთან

ვიარე და ისევ ლექსებთან მივედი,
ცხრა მთა გადავლახე და სხეულდაღლილმა,
ნატანჯი სულით და მფეთქავი იმედით
სულის მოსათქმელად მოვნახე ადგილი.
ვიარე და ბოლოს მიშველა ლექსებმა,
გულს არ სდომებია სხვა რამე - წამალი,
ვერ მარგო ცივმა და სასტიკმა წესებმა,
გარს რომ მეხვეოდნენ ურიცხვი ამალით.
შენს გულშიც უმანკო ლექსები ყვავიან
და მინდა,
ერთ დღესაც
მაგ გულში ჩაგხედო.
ვითომც არაფერი, ქუჩაში ქარია,
სულ არ ენაღვლება,
ასე რომ ვთავხედობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები