ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
23 ივლისი, 2017


რა არის წ ა რ ს უ ლ ი ჩვენი

საოცარია  ფერთა  ცვალება.  მას  სამყარო  გვაჩვენებს.
კანონზომიერებანი,  რომლის  არსებობისა  და  მოქმედების  ქვეშაც  დავიბადეთ,  მის  მიმყოლად  და  შემსრულებლად და  რაც  ჩვენგან  დამოუკიდებელია.
ჩვენ  ვცოცხლობთ  დაბადებიდან  გარდაცვალებამდე  სამყაროს  კანონთა  მორჩილებასა  და  აღსრულებაში  მიჰქრის  დრო.
იცვლება დროის  მონაკვეთები  თავისი  სისუსტითა  და სიძლიერით,  დაუნდობლობითა  და  სისასტიკით,  წარმტაცობითა  და  სილამაზით  ოთხად  გადანაწილებული  წელიწადის  მოცემულობებით.  ჩვენ  ვითავისებთ  და  ნებით  თუ  უნებლიეთ ვეგუებით  მათ  მოთხოვნებს,  ვეხამებით  გარემოსა  და  შემოთავაზებულ  ბუნებათგანწესებულ პირობებს.
დათმენასა  და  მოთმენაში  ვისხამთ  ხორცს,  ვიფურჩქნებით,  ვიშლებით,  ვყვავილობთ,  ვჭკნებით  და  ვებარებით  ისევ  მიწას  იმით,  რაც მისგან  მოგვეცა  და  რაც  ხილულია  თვალთაგანნ.
  მაგრამ  არის  ჩვენში  უხილავიც  ძალა,  საინტერესო,  ამოუცნობი  და  თვალშეუდგამი  და სხეულზე  ძლიერი,  რომელიც  ჩვენს  სხეულსI-  ცოცხალს  ჭურჭელში  მოთავსდება,  ჩასახლდება  ქალის  ორგანიზმში  და  გვმართავს  შემდგომს  დროში,  მანამ  მისთვის  მისაღები, მოსარგო  და  საინტერესო  ვართ,  მერე  კი  გვტოვებს  და  სხვაგან  ინაცვლებს,  სხვაგან  გადადის.
  ჭურჭელი  მისთვის,  ჩვენთვის  ამოუცნობი  დროით,  პირობებით,  საქმიანობით,  აზროვნებით  და  კიდევ  რაღაც  ჩვენი  გონებისთვის  მიუწვდომელითაა  საინტერესო  და  შეჩერების  საფუძველი,  მუხრუჭი.
სად  და  როგორ  გადის  ჩვენი  სხეულიდან,  დაკავებული  ჭურჭლიდან,  ამაზე არსად  არის  ჯერ  ზუსტი  და  დადგენილი  პასუხი,  ექსპერტის  წყალგაუვალი  დასკვნა.
  მთლიანობაში  ჩვენ  ვართ  მართვადი  ცოცხალი  სხეული–ჭურჭელი,  რომელიც  ჩვენ  არ  გვეკუთვნის  და  მას  ჩვენ  არ  ვმართავთ,  ჩვენ  მხოლოდ  ვმოქმედებთ  და ვამოძრავებთ  მას  მომენტალურად,  რატომ  ვიძინებთ,  რატომ  არსებობს  დღე  და  ღამე,  ვინ  დააწესა  და  რატომ?
ამ  კითხვათა  პასუხი  მეტად  საინტერესოა  ჩემთვის  ძირეულად  სხვა  მრავალ  მათ  წინამორბედ  და  მომდევნო  კითხვებთან  ერთად.
ჩვენი  მოძრაობის  ხანგრძლივობა  იყოფა  თავის  განხვავებებითა  და  ცვლილებებით,  რომელთაც  პირობითად  ვუწოდებთ  წარსულს,  ახლანდელს  და  მომავალს,  მაგრამ  არის  უსახელოც  ბევრი  რამ  ჩვენს  არსებობაში,  არის,  ა რ ი ს  ბ ე ვ რ ი  მ ა რ თ ლ ა ც.
  მაგრამ  ვინ  იტყვის  მასზე რაიმეს,  ჩვენთაგანს  სურს  მასზე  რამის  თქმა? მაშინ  გისმენთ კეთილო  საზოგადოებავ  იმსჯელეთ თქვენი  ინტელექტუალობის  მისამართიდან  შესაძლებლობამდე.....ჰმ....
  რა  არის  გავლილი  და  უკან  მოტოვებული  დრო,  პერიოდი?
  წ ა რ ს უ ლ ი,
წარსული?
ეს  სწორი  სახელია?
არ  ვარ  დარწმუნებული  ამ  სახელის  სისწორეში,  რადგან:
წარსული  ცხოვრობს  და  ბერდება  ჩვენთან  ერთად  და  მიგვყვება  იმქვეყნად  როგორიც  არის  ისეთი,  ის  ხშირად  გვტანჯავს,  ხშირად  გვრცხვენია  კიდეც  მისი,  ხშირად  გვერიდება,  ხშირად გვაწუხებს,  ხშირად  გვარწმუნებს,  ხშირად  ცრემლებში  გვახრჩობს,  ხშირად  გვტკივა,  ხშირად  გვაღიმებს,  ხშირად  გვენატრება და  უფრო  მეტად  გვინდა  მის  დასაწყისში  დაბრუნება,  მას  ხშირად  გავურბივართ,  ვხატავთ  და  ხშირად  ვწერთ  მასზე,  მას  ვერ ვცვლით, ის  მხოლოდ  ჩვენ  გვეკუთვნის  ყოველგვარი  შეცილების  გარეშე.  მომავალს  სიფრთხილით  მივყვებით  და  ვაფერადებთ  ჩვენი  გონიერების  შესაბამისად  ჩვენივე  შექმნილი  ფუნჯებით  და  ვმრავლდებით............
  აქ  შევჩერდები......თქვენ?........
არის  კი  ადამიანი ფენომენი?
არა,  არა  ფენომენი  ის  უხილავი  ძალაა...  ის  ძალაა  ფენომენი,  ის......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები