ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2017


ს ა მ შ ო ბ ლ ო (ფშაურ კილოზე)

რარიგ  კარგი ხარ  სამშობვლოვ,
წალკოტი  თვალისმომჭრელი,
ემაგად  გელტვის ყოველი,
სვავი,  თხუნელა,  ძირმჭრელი.
ვისაც  კარ  ფართედ  გაუღე
და  საიდუმლო  მაუყევ,
სწორედ  ზურგს  ხანჯალ  გიმიზნა,
კვალიც  დაგატყვა  წარუშლელ.
სახეზე  სუ  სისხლ  ჩამოგდის,
დღეიდან  ნუღარ  მაითმენ.
ე  მადლ  თუ  ჯერ  ვერ  წაგართვეს,
მოთმენით  ვერას  მაიგებ.
ხმა  ამაიღე შენაცა,
პირში  ბალახს  ნუ  ჩაიფევ.
შამაიქნიე  ხანჯალი,
პირ  წაუთალე  ხარიხებს.
თორე,  ხო  ხედავ  თხუნელა,
რო  ეტოლება  ხარირემს.
როდემდე  ზამთრის  ნალექი?
აპრილ  თვალს  აღარ  გვარიდებს.
მდინარე  ადიდებულა,
გვიტოვებს  ნაპირს  ნარიყებს.
გასარიყ  უნდა  გავრიყოთ,
რჯულს  ვერ  გადავალთ  ნაფიცებს.
სამშობლოვ  შენ  სიყვარული
სუ  წინაპართ  ძვლებს  მაფიცებს
შენ  კაბის  ბოლოს  წანაგლეჯ
მტკივა  მისხალიც  მატირებს,
ნეტაი  იმას  მამასწრვრა
რასაც  ე  ჩემ  გულ  აპირებს.
დავიბრუნებდეთ  ყველასა
ძაღლის  წანაგლეჯს,  ნაპირებს.
კრულ  იყოს  იმის  ჯილაგი,
ღმერთ  უწყვეტავდეს  ილაჯებს,
ვინაც  სხვის  ლუკმას  მისწვდება.
ურცხად  ჯიბეში  ილაგებს.
ღმერთო,  სამყაროს განმრიგევ,
ჩვენ მხრივ,  კი,  ნურას  ინანებ,
ჩვენ,  ჩვენი  გვინდა,  მას  ვიცავთ,
თუ  ვცოდავთ,  ცოდვას  ვინანებთ.
მტერი,  მტერია  მუდამცა,
მუდმივ  გვიმიზნებს  ისარებს,
ყველაის  წართმევა  უნდათ,
ნდობისას,  მუდამ  გვიცალეს.
დაგვლოცე,  ღმერთო,  ამას  გთხოვ
და  მტერ  ბოლომდე  გვიცალე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები