ნაწარმოებები



ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2017


ავადმყოფობის დროს...

ბორგავს თბილისი, სეზონები ამინდებს ასცდნენ-
ესეც დავურთოთ, მოსვენება თითქოს გამიშრა.
ღამის ნათურა მიფერმკრთალებს დაშრეტილ განცდებს,
სნეული სახე - შეგძნებების კინოაფიშა.

ვწერ! როგორც წესი გატაცებით და თითო ნერვი...
ოჰ, ეს პროცესი - სიმშვიდეა, თუნდაც ირიბი.
ამოღამებულ გამოხედვით სათქმელი ვერ ვთქვი
და სიჩუმეში იწერება სულის ყვირილი.

შენც დუმხარ შენთვის, ჯიუტად და მთელი სიმართლით.
ამ სიჩუმეში მრუდე სიტყვა გინდა იტკინო,
რაც კი მითხარი და გპასუხობ, ერთი იმათიც...
ვინც ეს დუმილი ჩემგან წასვლად წარმოიდგინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები