ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2017


ღმერთი

ღმერთი სისასტიკეა,
ღმერთი სარკაზმია,
ღმერთი სასაცილოა,
საზარელია,
ბინძურია,
მშვენიერია,
ღმერთი ბევრია, ღმერთი ერთია,
ღმერთო მიყვარხარ, ღმერთო მძულხარ მთელი არსებით,
მთელი გონებით,
მთელი გულით მეზიზღები ჩემო საყვარელო უფალო
და მე რომ არა ვინ გადიდებდა,
ვინ აღგივლენდა ლოცვებს,
ვინ შეგაქებდა, ანგელოზები რომ არ გეყოფოდა თავადაც იცი,
მისგან გსურს აღიარება ვინც შენზე მინიმუმი იცის, გინდა
მან გიპოვოს ვისშიც დამალული ხარ
შენთან ურთიერთობა
შეყვარებულთა თამაშებს ჰგავს
ამიტომ ხარ შეუცვლელი
ყველაფერი და ყველა ერთდროულად ხარ
ღმერთი სიყვარულია?
ღმერთი დუმილია
ღმერთი რისხვაა, გინებაა, დედისტყვნაა
პედარასტიაა,
ყველაფერია რასაც ადამიანის გონება განდევნის
ყველაფერი ღმერთია,
რასაც ცნობიერება არ იღებს,
რასაც ჩარჩოების გარეთ მოიაზრებს,
ყველაფერი ღმერთია,
რაც უცნობია,
ქვეცნობიერია,
რაც დრაკონია, უზღვავი ზღვაა
ყველაფერი ღმერთია
ღმერთი ისაა რაც ჩვენშია
არა მხოლოდ  უმაღლესი მორალი
არამედ ყველაზე ამორალური და ასევე ყველაზე უმორალო საგნებიც და გამოხატულებებიც,
ღმერთი ისაა რასაც არ ვცნობ ჩემს ნაწილად,
ღმერთი ისაა რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ,
ღმერთი ბოროტებაა, უმძლავრესი ბოროტება,
ღმერთის მეშინია და ღმერთი მიყვარს,
სწორედ შიშიდან ჩნდება სიყვარული
არა მორიდების გამო,
არა მოწიწების გამო,
არამედ იმიტომ რომ უკიდურესობები ერთმანეთს იზიდავენ,
იმიტომ რომ შიშიდან იბადება სიყვარული,
როგორც  ჭუპრიდან პეპელა,
უმდაბლესიდან უმაღლესი იბადება,
და რომ არა შიში ვერ იქნებოდა
სიყვარული,
რომ არა მუხლუხო
ვერ იქნებოდა პეპელა,
და უმდაბლესი და უმაღლესი ერთმანეთს აწონასწორებს,
მამა ღმერთი და სულიწმინდა ერთმანეთს აწონასწორებს,
და გამოვლინდება ძე ღმერთი ანუ ბალანსი და წონასწორობა,
მოკლედ იესო თხის რქა კი არა სასწორია,
სანამ პარადოქსებს და უკიდურესობებს ჩემში ვერ მივიღებ,
როგორ შევეხო ღმერთს,
საშუალოსტატისტიკური მოქალაქეებისთვის
ღმერთი კომპანიის მენეჯერია რომელიც წყალობასავით გასცემს ხელფასს
და ხანაც "წარმართობაში" ადანაშაულებს თანამშრომლებს და არაფერსაც არ გასცემს,
ღმერთი ფალოსია და ღმერთი საშოა,
და როცა ისინი ერთდებიან ყველაფერს ელექტროენერგია ურტყამს
და იქმნება სიცოცხლე,
ღმერთი სიცოცხლეა და სიკვდილია,
და ამათზე მეტია,
ღმერთი დუმილია,
და აუმა მანტრის სიმბოლო
მოჯმას განასახიერებს, ოღონდ ღმერთის მიერ მოჯმას,
ანუ მან მოისაქმა სამყარო, როგირც იტყვიან მოჯვა
და ვისაც საკუთარი თავი მძღნერზე უკეთესი ჰგონია გაიხსენოს, მიწისგან მოიზილა, მიწის მტვრისგან,
წითელი მიწისგან და არ გამოვრიცხავ სისხლიანი მიწისგან,
მითში პირდაპირ ასე წერია:
"სისხლს შევამტკიცებ და ძვალს გავაჩენ"
ისევ ღმერთის სისხლისგან განოყივრებული მიწისგან დამზადდა ადამის სხეული,
და ღმერთმა,
ამ ყველაპლანეტელმა,
რომელიც ცათა შინაა ანუ პლანეტებშია, "ცა" პლანეტას ნიშნავს
ყველაფერი სიმღერ-სიმღერით და თამაშ-თამაშით შექმნა,
რადგან ანდროგენი ბავშვია,
რადგან ჰეტმაფროდიტი ბავშვია,
ორსქესიანი ბავშვია და თამაში უყვარს,
თამაში უყვარს,
და ის თამაშობს საკუთარ თავთან,
საკუთარი თავით და სხეულით ქმნის ყველასა და ყველაფერს
და ის ბედნიერია,
თავადაა ბედნიერება,
ქმნის და ანადგურებს,
ვინ განიკითხავს ბავშვს,
იმისთვის, რომ თამაშობს როგორც უნდა,
ვერც ვერავინ განიკითხავს,
რადგან მის გარდა არცაა სხვა ვინმე,
ღმერთთან ურთიერთობის სამი გზა არსებობს,
მისი მიღება,
მისი მიღება ტანჯვით და ამათ შორისი,
სიბრძნის გზა,
რომელიც თავის თავში სისულელესაც გულისხმობს,
რა თქმა უნდა,
რადგან ყველაფერი მოიცავს საპირისპიროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს