სანამ ბავშვი დაკაკუნებას მოასწრებდა, ბებიამ აკანკალებული ხელით ალუბლის წვენი დაასხა ჭიქაში და გაწყობილ ტაბლაზე დადგა. -მოვიდა ჩვენი მარგალიტი. - გასძახა ქმარს და კაკუნიც გაისმა. ძლივს მილასლასდა კარამდე. გააღო, შეეგება, ჩაიხუტა . შემდეგ ხელ-პირი დააბანინა და ტაბლასთან დასვა ჯორკოზე. -მიდი, შვილო ჭამე, აი ლობიანიც მიაყოლე, მოშიებული იქნები . . . -იცი ბებია, დღეს სკოლაში ხუთიანი მივიღე. - მოჰყვა პატარა ანი სკოლის ამბებს. -შენ გაიხარე ისე როგორადაც ამით ჩვენი გულები გაახარე. - არა ფიდო? მწოლიარე ქმარს გადახედა, რომელსაც დრო - ჟამისაგან უკვე გაცვეთილი, ალაგ-ალაგ ნახვრეტებიანი პლედი ეფარა. მოხუცი კაცი თითქოს ოთახში არც იყო, ტკივილებს ებრძოდა მთელი გონებით, ერთი წამით, სულ ერთი წამით შვებას ნატრობდა, მაგრამ ამაოდ! მეუღლის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან. -კაცო, რა მითხარი? გამიმეორე, ვერ კი გავიგე, ეტყობა ყურთ დამაკლდა. -მიუგო მართას. ქალი გრძნობდა მეუღლის გასაჭირს, ან კი როგორ შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო, ისინი ხომ ნელ-ნელა, ასე ტკბილად შებერებოდნენ ერთმანეთს, ერთ არსად, ერთ სუნთქვად ქცეულიყვნენ. ყველაზე მეტად მართას უჭირდა; - უჭირდა მეუღლის ასეთი ყოფა, უჭირდა ანის ობლობა, უჭირდა გაჭირვებული ცხოვრება. -აი ხუთიანი მიუღია ჩვენს გასახარად. -ფიდოს გაეღიმა - ჩემი ოქროს ნამცეცია ეგა. ანის ეამა ფიდო ბაბუას ნათქვამი -ნეტავ მალე გავიზარდო, მინდა დიდი ვიყო. - ბავშვური გულუბრიყვობით ინატრა გოგონამ. მართა წამით ჩაფიქრდა. - ეხ შვილო, შენ ჯერ კიდევ არ იცი, წინ ცხოვრებაში რამდენი პრობლემა დაგხვდება. ასე ცხოვრობენ დიდები, ეს მათი ცხოვრების თანამდევია. ასე რომ დატკბი რაც შეიძლება მეტად ბავშვობით. - თუმცა კი გული დაეწვა გაჭირვების გამო. - განა ანის ბავშვობას შეიძლება რქმეოდა ბედნიერი, ლაღი ბავშვობა?! -იცი ბებია, რაღაც საიდუმლო მინდა გაგიმხილო, -გულში ვერ შეინახა სათქმელი ბავშვმა და თან მალულად მოხუც ბერიკაცს გადახედა. მოხუცს მოეკრიბა მთელი თავისი ნებისყოფა და კვლავაც ტკივილებს ებრძოდა. - ისევ არ იყო ამ სამყაროში. მართას გაეღიმა, -„ ბავშვებს ყოველთვის აქვთ საიდუმლოებები“ - აბა მითხარი ბებო გენაცვალოს ჩურჩულზე გადავიდა იგი. რათა ქვეცნობიერში გაეიოლებინა საუდუმლოს გამხელა. -მგონი გურამიკოს მოვწონვარ - გული აუცქრიალდა ანის. მართამ ვეღარ მოითმინა და ბავში გულში მაგრად ჩაიკრა, შემდეგ კი ოთახიდან პატარა ყუთი გამოუტანა, სადაც მთელი თავისი ბავშვობა იყო მოთავსებული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ალბათ, სჯობდა, გაგრძელებულიყო, მაგრამ, გვარისგან განსხვავებით, ლაკონურობა გყვარებია:) რა ვიცი, მომეწონა... ფინალი ინტერნპრეტაციის საშუალებას იძლევა... ალბათ, სჯობდა, გაგრძელებულიყო, მაგრამ, გვარისგან განსხვავებით, ლაკონურობა გყვარებია:) რა ვიცი, მომეწონა... ფინალი ინტერნპრეტაციის საშუალებას იძლევა...
9. დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა ყველას
8. ,, მოხუცს მოეკრიბა მთელი თავისი ნებისყოფა და კვლავაც ტკივილებს ებრძოდა''...
ტკივილ'ებ'თან ბრძოლა, არც ისე მარტივია.
,, -მგონი გურამიკოს მოვწონვარ - გული აუცქრიალდა ანის. მართამ ვეღარ მოითმინა და ბავში გულში მაგრად ჩაიკრა, შემდეგ კი ოთახიდან პატარა ყუთი გამოუტანა, სადაც მთელი თავისი ბავშვობა იყო მოთავსებული''.
საინტერესოა, მართას, როგორი ბავშვობა ჰქონდა.
5 ,, მოხუცს მოეკრიბა მთელი თავისი ნებისყოფა და კვლავაც ტკივილებს ებრძოდა``...
ტკივილ`ებ`თან ბრძოლა, არც ისე მარტივია.
,, -მგონი გურამიკოს მოვწონვარ - გული აუცქრიალდა ანის. მართამ ვეღარ მოითმინა და ბავში გულში მაგრად ჩაიკრა, შემდეგ კი ოთახიდან პატარა ყუთი გამოუტანა, სადაც მთელი თავისი ბავშვობა იყო მოთავსებული``.
საინტერესოა, მართას, როგორი ბავშვობა ჰქონდა.
5
7. ძალია სევდიანი მიდამოა ამ ნაწარმოებში, დიდი ხრიოკი მინდორია, ხელმოსაჭიდს რომ ეძებენ ერთგულებაშერჩენილი მზრუნველობაშემოქმედი ადამიანები. ცხოვრების მთელი სიმკაცრე და დაუნდობლობა, მართას თავგანწირული შეჭიდება და მხნეობა დაუნდბელ ყოფასთან, სიყვარულის ძლიერება ასეთ ჟამსაც კი, როცა ყველაფერი არასასურველია, სიყვარულის მარადისობა და საიმედოობა, რომელიც აძლებინებს იმედით ადამიანებს დიდსაც და პატარასაც. ნათელი წერტილი და იმედი-შვილიშვილი, მომავალია ეს უიმედო ადამიანებისა. სიყვარულიანი იმედი ფუძის არმოშლისა. სევდაშიცაა მშვენიერება წარმოსახვისა და აქ ასეა . ძალია სევდიანი მიდამოა ამ ნაწარმოებში, დიდი ხრიოკი მინდორია, ხელმოსაჭიდს რომ ეძებენ ერთგულებაშერჩენილი მზრუნველობაშემოქმედი ადამიანები. ცხოვრების მთელი სიმკაცრე და დაუნდობლობა, მართას თავგანწირული შეჭიდება და მხნეობა დაუნდბელ ყოფასთან, სიყვარულის ძლიერება ასეთ ჟამსაც კი, როცა ყველაფერი არასასურველია, სიყვარულის მარადისობა და საიმედოობა, რომელიც აძლებინებს იმედით ადამიანებს დიდსაც და პატარასაც. ნათელი წერტილი და იმედი-შვილიშვილი, მომავალია ეს უიმედო ადამიანებისა. სიყვარულიანი იმედი ფუძის არმოშლისა. სევდაშიცაა მშვენიერება წარმოსახვისა და აქ ასეა .
6. მგონია ცხოვრებაში ლამაზ ეპოზიდებს აგროვებ და მერე ჩვენ ჩაგვიწკრიალებ ხოლმე. გულისამაჩუყებელია ბებიას ბავშვობის ამარა დარჩენილი მოზარდის ყოფა. კარგად არის ნაჩვენები.
ოღონდ დიალოგებს შორის ჩანართები ცოტა გაჭიანურებულია, და ბევრსიტყვიანია. ეტყობა არ გეცალა. მაგალითად. "ქალი გრძნობდა მეუღლის გასაჭირს," - აი აქედან ასე რომ იყოს? ...:
ქალმა იცოდა ქმრის გასაჭირი, ნელ-ნელა და ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს, ერთ არსად, ერთ სხეულად იქცნენ. უჭირდა მართას: უჭირდა ქმრის ავადმყოფობა, ანის ობლობა, გაჭირვებული ცხოვრება, საკუთარი სიბერე. ყველაფერი ერთად უჭირდა.
მგონია ცხოვრებაში ლამაზ ეპოზიდებს აგროვებ და მერე ჩვენ ჩაგვიწკრიალებ ხოლმე. გულისამაჩუყებელია ბებიას ბავშვობის ამარა დარჩენილი მოზარდის ყოფა. კარგად არის ნაჩვენები.

5. მგონია ცხოვრებაში ლამაზ ეპოზიდებს აგროვებ და მერე ჩვენ ჩაგვიწკრიალებ ხოლმე. გულისამაჩუყებელია ბებიას ბავშვობის ამარა დარჩენილი მოზარდის ყოფა. კარგად არის ნაჩვენები.
ოღონდ დიალოგებს შორის ჩანართები ცოტა გაჭიანურებულია, და ბევრსიტყვიანია. ეტყობა არ გეცალა. მაგალითად. "ქალი გრძნობდა მეუღლის გასაჭირს," - აი აქედან ასე რომ იყოს? ...:
ქალმა იცოდა ქმრის გასაჭირი, ნელ-ნელა და ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს, ერთ არსად, ერთ სხეულად იქცნენ. უჭირდა მართას: უჭირდა ქმრის ავადმყოფობა, ანის ობლობა, გაჭირვებული ცხოვრება, საკუთარი სიბერე. ყველაფერი ერთად უჭირდა.
მგონია ცხოვრებაში ლამაზ ეპოზიდებს აგროვებ და მერე ჩვენ ჩაგვიწკრიალებ ხოლმე. გულისამაჩუყებელია ბებიას ბავშვობის ამარა დარჩენილი მოზარდის ყოფა. კარგად არის ნაჩვენები.
ოღონდ დიალოგებს შორის ჩანართები ცოტა გაჭიანურებულია, და ბევრსიტყვიანია. ეტყობა არ გეცალა. მაგალითად. "ქალი გრძნობდა მეუღლის გასაჭირს," - აი აქედან ასე რომ იყოს? ...:
ქალმა იცოდა ქმრის გასაჭირი, ნელ-ნელა და ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს, ერთ არსად, ერთ სხეულად იქცნენ. უჭირდა მართას: უჭირდა ქმრის ავადმყოფობა, ანის ობლობა, გაჭირვებული ცხოვრება, საკუთარი სიბერე. ყველაფერი ერთად უჭირდა.
4. მადლობა,მე ვიფიქრე ანის ყუთი თუ იყო ) მადლობა,მე ვიფიქრე ანის ყუთი თუ იყო )
3. დიდი მადლობა ნატალი,მადლობა გიორგი.ეს მართას ბავშვობის დროინდელი ყუთი იყო სადაც აგროვებდა ნივთებს რომლებიც ბავშვობაში მისთვის ძვირფასი იყო. დიდი მადლობა ნატალი,მადლობა გიორგი.ეს მართას ბავშვობის დროინდელი ყუთი იყო სადაც აგროვებდა ნივთებს რომლებიც ბავშვობაში მისთვის ძვირფასი იყო.
2. ხშირად სწორედ გასაჭირს შეუძლია დაგვაფიქროს მნიშვნელოვან დეტალებზე. თბილი ეპიზოდია. ხშირად სწორედ გასაჭირს შეუძლია დაგვაფიქროს მნიშვნელოვან დეტალებზე. თბილი ეპიზოდია.
1. უმაღლესი შეფასება ჩემზე იყოს ) ბოლო წინადადებაში სიტყვა თავისი ვის მიმართ არის გამოყენებული? ცოტა დავიბენი ( უმაღლესი შეფასება ჩემზე იყოს ) ბოლო წინადადებაში სიტყვა თავისი ვის მიმართ არის გამოყენებული? ცოტა დავიბენი (
|
|
მონაცემები არ არის |
|
|