ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2017


მე და ფიქრები


"შევისხით მე და ჩემმა ფიქრებმა ფიქრებზე ფრთები და ავეშვით ზე ცაში,
ავიყოლეთ სურნელი დედამიწის...
რა არ მოეწონათ ნეტავ ამ მწერებს,
ალმაცერად გადმოგვხედეს, თუმცაღა არც ჩვენ ჩაგვიგდია აინუნში,
რაც შეგვეძლო მოვიღერეთ ყელი,
არ ვიმჩნევთ ფრთების ქვეშ მოცახცახე ხელებს...
შეშურდათ, თორემ სიარულზე ნაკლებ გვიხდება ფრენა თუ რაშია საქმე?!
არამკითხე ჩიტები...რა ჯიშისანი, რა რჯულისანი,
გადაგვეღობნენ
წინ
და შექმნეს ერთი ვაი-უშველებელი,
ესენი ვინ ყოფილან, ვახ მე,
მოგვშხამეს, თქვენი ადგილი არაა ცაშიო,
ახლა დგანან და გალობენ...
ჩვენ რა თქმა უნდა ყურს არ ვიბერტყავთ,
კიდევაც ავმაღლდით,
ღრუბლებს გავუტოლდით,
შემოვსკუპტით ყველაზე კოხტა,
კრიალა ღრუბელზე,
დედამიწელი თვალები,
მოვავლეთ, მთვარეს, ვუამბეთ აქამდე უსიყვარულოდ თუ როგორ ვცხოვრობდით,
უფერო ფერებით, ხშირად კი -ჩამქრალი,
წამებით,
წვალებით...
და ახლა, როგორც იქნა ვეწიეთ ბედ-იღბალს, ქვესკნელმაც თვალები დახუჭა,
ვზივართ და არაფერსაც აღარ ვვნაღვლობთ.
ველით.
ველოდეთ,
ველოდეთ,
ველოდეთ...
სადაა, დაპირებული სიყვარული ღრუბლებზე, რომ შეგვასკუპა?
საცა, ამდენი გამოვიარეთ, მივიდოდით, სად არის ის რომ ვიცოდეთ...
ახლა რა გზა არის,
ველოდებით...
მაგრამ არ სჩანს ეს შეჩვენებული,
ფრთებიც,
სადაცაა დაუძლურდეს, დაცოტავდეს
და აჰაა,
ენამ მიყივლა,
დაშრა იმედი,
გაგვეცალა ღრუბელი,
გამოგვიჩნდა შიშველი ხელები...
ვერც აქ, ზეციერ სამფლობელოში შევძელით მიწიერი სიყვარულის ხილვა,
თავით დავეშვით მიწაზე და
ვვოხრავთ ახლა, გასაჭირი, რომ ვერ დავითმინეთ,
ანდა, საიდან მოვიტანეთ, რომ სიყვარული ცაში დაიდებდა ბინას?
ჯანდაბა,
ცაში, ჩიტებისა და მწერების თუ არ შევისმინეთ,
ცაში აფრენამდე,
დედამიწაზე,
დედისთვის მაინც დაგვეჯერებინა..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები