ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2017


ნ ე ტ ა რ ო (შ ო რ ნ ი ც)

თიხის  კრამიტები,  ძველი  სახურავის, 
ახლაც  ჩაჰფრენია,  აქ,  სახლს  ჩუქურთმებში,
მოაჯარის  კუთხეც,  ხის  სვეტს  ეკონება,
ვარდის სუსტი  ტოტი,  სურო  გეგონება,
ისევ  შემოდიან,  სახლში  მზის  სხივები,
როგორც  შენი  ხმაა,  ტკბილი  შეგონება.
როგორც  უწინდელ  დროს, მამის  იმედები,
მაღლივ  სივრცეთაგან,  მე კი,  ვიდევნები.
კიდევ ბევრი  დარჩა,  ფარულ  სიძველეში,
ჩემი  უძლურების,  თუნდაც  ერთი პეშვი.
ჩუმი  მონატრება,  მცირე  იმედებით,
ფიქრი, ჩემი  ხედვა,  ფიქრი  ერთი  ბეწვი,
ვცდილობ  რაღაც  ისევ,  კიდევ  რაღაც  ისეთს,
გულწრფელს, ისევ სული, სული  რარიგ  მეწვის,
ქარმა  გამოფანტა  ჩემსკენ  გვირილები,
თეთრი  გვირილები,  თეთრი  გვირილები...



                შ ო რ ნ ი

შენ  ჯერ  არ  იცი,  მოკვდავთა  შორის,
დაბადებული  რისთვის  ვარ  მარტოდ.
ნეხვზე  მოსული  ვარდის  სურნელი,
რად  არ  მიზიდავს,  რად  აღარ  მატკბობს.
მანამ  ქარები  გადაგლეჯს  მინდორს, 
მანამდე  მოთოვს,  მოდი  ნაგვალევს,
შემოასწარი  ყველაფერს  ჩემში
და  ჩემს  ფესვებთან  ცრემლი  დაღვარე.
მაყვლის  ფოთლები,  აქ  თვალს  უკრავენ,
მოხეტიალე  უზნეო  ქარებს,
ის  კი,  უტიფრად  ეთამაშება
და  ურცხვად,  ისევ  ჰპირდება  დარებს.
დაღLილი  მტკვარი  მოიზლაზნება
ნანობსო  თითქოს,  ჩადენილ  ნავსებს.
მოვა,  ჩაივლის  თეთრი  ზამთარიც
და  დიდთოვლობაც,  ვერაფრით  მავსებს.
დღეს დამნაშავე,  ურყოფს  ისევ,
დანაშაულს  და  მართალს  აბრალებს.
ქარი  ქარია  უაზროდ  დაქრის
და  ტყეებს  თესავს,  ნებით  ამრავლებს.
დარჩა  მჟავე  რძის,  ვით  ზედაპირზე
ნაღები,  ჩემი  ყველა  ნაბიჯის.
რომ  გამეთვალა,  ასე  ყოველი,
ჩემს  თავს  ამდენად  აღარ  გავრჯიდი.
ქარიშხლებს,  არსად  ვუფრთხოდი დღემდე
და  ვიშუშებდი  ყინვით  იარებს.
ფეხს  ვარიდებდი,  ჭიანჭველასაც
და  გზებს  ვუთმობდი,  ხშირად  ხვიარებს.
რამდენი  რამე    გამოვიარე, 
რა  ტკივილი  არ  გადავიტანე,
რა  აღმართები,  რა  დაღმართები
და  ჩემი  დროშა  სხვაგან  ფრიალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები