ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2017


ლეგენდა ზღვაზე

ქარი იყო, ტალღები მწევრებს ჰგავდნენ, დაღლილებს.
ქარიშხალის დაწყებას სუნით გრძნობდნენ ნავები.
ზღვის ღმუილი ისმოდა მოშორებით სახლიდან.
სვამდნენ მეთევზეები დარდის სანიაღვრესთან...
ნაპირს ჰქონდა იერი უკვე წყალწაღებულის,
მოტორტმანე გემები აფრებს ზღვას უმალავდნენ.
ჰქონდა მოხუც მეზღვაურს რწმენა თავისებური,
რომ ზღვა დაწყნარდებოდა მებადურის სალამზე.
ზღვას არავინ უყვარდა, გარდა მებადურების,
შორეული ღმუილით თითქოს ნიშანს აძლევდა...
ისხდნენ მეთევზეები, წყლის და მიწის მდგმურები,
და ზღვის ამბებს ყვებოდნენ ძველი გემის საძვლესთან...
          07.07.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები