ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2017


ჭიდაობა

მოდი, ვაჭიდავოთ ჩემი უბრალო და
თქვენი ბრალიანი ლექსები.
თავის ბეჭებით და თავის საზურგეთი,
თავის ძარღვებით და  მყესებით.
სიტყვით–დილის ცას რომ უგალობდა,
სიტყვით–ბუნდოვანით,უხმოთი.
წუხელ საღამოდან ,ლამის აისამდე,
მუზებს სალამურით ვუხმობდი.
მოდი,გავიყვანოთ ჩვენი ნაწერები
თოკით გარეთ, როგორც ძაღლები.
ჩემი პაწაწინა ჩიხუახუები,
თქვენი -ნაგაზები,მაღლები.
აბა,მოიმარჯვეთ ძველი დაფები და
აქეთ,ნაღარა და ბუკები.
სანამ სადმე ისევ დავთვრები და
შემომეფანტებით უკლებლივ.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები