ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2017


და ქალები

"დაქალები მესტუმრნენ ცხელი ქალაქიდან,
შორტიდან ალისფერი ბარძაყები უჩანდათ,
მკერდზე მიმოტლმასნილი თეთრი მაქმანიდან,
პეპლები დახტოდნენ და იღიმოდნენ გუნდ-გუნდათ,
კალმის წკირებივით წვრილ წვივებზე შეებათ,
ჭრელი ბისერები, წითელ ძაფზე ჩიტებივით
შეყუჟული და ისეთი გარეთ გასვლისას,
რომ მიკეთია ხოლმე მაჯაზე მორიდებით...
წვენი მოიყოლეს ქაღალდის კოლოფებით,
ხო, ქაღალდის კოლოფებით, უცხო გემოთი,
კიდევ ვარდისფერ კრემიანი ეკლერები,
ქიშმიშებით, მიწის თხილითა და მარმალადით...
დღეს მათთან ერთად უნდა დავამსხვრიო მითი,
მითი, უფრო გასაგებად -სტერეოტიპები,
რომ ქალები კაცების მსგავსად არ თვრებიან,
და მერე არ ენატრებათ მხარ დიდი ბიჭები,
ფილმებში, რომ არიან ისეთები,მარად
ერთის დარაჯები და მუდმივად მზად ყოფნაში,
რომ რას მიქვია და რაიმე გაგიჭირდეს,
მოვლენ და დარდს მოგწყვიტავენ ხელებზე კოცნაში...
ხელებზე გამახსენდა, დაკოცნილ ხელებზე,
ჩემს დაქალებს არათითზე ტეხილი ხაზები
დაყვებათ, ისე როგორც ცისარტყელა ცას
და წარმოიდგინეთ სჯობნარ კიდეც ფერებით...
დიახ, დღეს არ მცალია სოფლის უფერული,
ამბებისათვის და არც წიგნებისთვის არ მცხელა,
ყელში ამოვიდა ყრუ-მუნჯის როლში ყოფნა
და კოცნით მომაკვდავის "თვალების გამოხელა"
არც საწოლში არ ვაპირებ გამოძინებას,
აქვე მაგიდაზე უნდა ჩამოვდო თავი და
დილით გაყინულ შუბლს მზეს კი არ მივაფიცხებ,
ავდგები და ღვინოს მოვწრუპავ ბოთლის თავიდან,
დღეს არა ღმერთო, მა და ჩემი "კაპრიზები"
სულ არ მჭირდება პრინცის "სასიცოცხლო ამბორი"
დიახ, დაქალები მესტუმრნენ და ჩემი შავ-თეთრი
ამბები სულ ფერადად უნდა ვუამბო!" 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები