ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჯანმრთელი ავადმყოფი
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2017


ნიკო

დილით გათენდა თუ არა,მაღვიძარამ გააღვიძა. მზის სხივები ყოვლველთვის ახერხებდნენ მისთვის ძილი დაერღვიათ,თუმცა ახლა საქმე სხვაგვარად იყო.არა,ზამთარი კი არა,მზეც კი უბრალი გახდა მისთვის. არც თვალებს წვავდა და არც ძილს უფრთხობდა.
    ეს ნიკოა.სინამდვილეში ალექსანდრე ქვია. ნიკო საკუთარ თავს თვითონ დაარქვა.დანამდვილებით ვერ გეტყვით როგორ და რანაირად,მაგრამ ეტყობა...
      ადგომისთანავე გახუნებულ ფარდას გადაწევდა,წინ მდგომარე ხეებს შეეხედავდა, ეგონა ყოველ ღამით იზრდებოდნენ,მერე გული უცრუვდებოდა,შემდეგ აივნებს გადახედავდა,უყურებდა ამაყად მდგომ კაცებს,ქალებს,ბავშვების ხმა ესმოდა,თუმცა ვერ ხედავდა.შემდეგ ხეებს აათვალიერებდა,-გამარჯობა ხეო- იტყოდა და ქარი ააშრიალებდა ხის ბებერ ტოტებს.
  ეს იყო დილა.
რომელიც უყვარდა ნიკოს.
    არ სტუმრობდა ხშირად  ეზოს,აჰა,პურზე რომ ჩასულიყო. მაშინაც ისე დგამდა კიბეებზე ფეხებს,კაცს ეგონებოდა პიანინოზე უკრავენო.ფეხებით პიანინოს დაკვრა? სისადავე და მდუმარება ბატონებო.
        ასეთი იყო ნიკო.ესალმებოდა ხეებს,მაინც ათვალიერებდა აივნებს და არავინ ჩანდა.ის არავინ იყო.დიახ. ასე ზოგადად,ადამიანებს ის ახსოვთ რაც თქვი და აკეთე,არავინ გაგიხსენებს შენი ფიქრებისთვის,რაოდენ დიდებულიც არ უნდა იყოს ის.მეტაფიზიკა რომ მეტაფიზიკაა,სხაპასხუპით იცოდა,მხატვრული ლიელტერატურა აჩრდილივით დაჰყვებოდა ნიკოს. სხვა? ეს იყო სულ.შეეგუა კაცი მარტო ცხოვრებას,განმარტოებას. არა,მარტოობაც არის და მარტოობაც. ფიზიკური და სულიერი. ფიზიკურის დროს შეიძლება უცნობთანაც მიხვიდე.გამოელაპარაკო,თუნდაც სისულელე იყოს ეს მისთვის,თუნდაც დაგცინოს,გცემოს და ათასი უბედურება,მთავარია მარტო არ ხარ,აბა შენ როგორ ცემ საკუთარ თავს? შეიძლება ისეთიც გამოჩნდეს და ასფალტზეც კი წამოწვეს შენთაბ ერთან.ვინ იცის?სულიერი კი მძიმეა და ამაზე დაწვრილებითაც კი ვისაუბრებდი,რომ არ ვიცოდე...
    ნიკომ იცოდა ერთიც და მეორეც.ადამიანი ხონ ბუნებით მარტო. ისიც ამ მარტო მარტოობაში გაიზარდა,დადიოდა მხოლოდ სათევზაოდ,განა რამე მოჰქონდა სახლში? დაიჭერდა თუ არა თევზს,დახედავდა,უყურებდა როგორ ღაფავდა სულს სულიერი,- ეჰ,ეს პატარაა,აბა რას მეყოფა,სხვას დავიჭერ- გაუფიქრებდა და "ტყლუპ"...
    კითხვებს თავს არიდებდა,ეს არასოდეს უყვარდა ალბათ პასუხი რომ არ ქონდა იმიტომ.რომ გეკითხათ როგორ ხარო,მხოლდ ცას ახედავდა,-იწვიმებს დღეს,- გიპასუხებდათ და წავიდოდა.
    სამსახური არ აინტერესებდა,უფრო სწორედ ის არ იცოდა,რა უნდოდა.- რისთვის ვარ მე,ვინ ვარ მე,ქვა რომ ქვაზე დავდო და წვეთი წყალი დავლიო,იმისთვის ხომ არ მოვსულვარ ქვეყნად? - ამას ფიქრობდა. ნაკითხი კაცი იყო,ასეთებს კი ყოველთვის უჭირთ მატერიალურ სამყაროში.რატომ? ისინი ფიქრობენ უკვდავებისთვის,ახლის შემქნისთვის,თუნდაც იდეა არ ქონდეთ,იციან რა არის შექმნილი.მათ იციან.უყურებენ ღამით ვარსკვლავექს,ესლმებიან ხეებს,კამათობენ ლაიბნიცთან.
მერე? 
და რითი ირჩენს თავს ნიკო,ისევ თევზაობს და უშვებს თევზებს?ისევ ირხევიან ხეები მისალმებისას?
(ვთქვათ მერე)
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები