ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2017


სიცოცხლეს ვბედავ

უნდა მეძინოს ამ დროს,
ჩახუტებული ვინმეს,
საბან გადახდილ ფეხზე
ნიავი, -ამბორს მგვრიდეს.
მაგრამ, გავმხდარვარ თურმე,
შავი ფიქრების მონა,
და გულს, -ოცნებით უძღებს
ვაწრთობ, -ვითარცა ფოლადს.
ვტირი და ცრემლი არ მდის,
თვალებიდანვე შრება,
მანძილს, მიწიდან ცამდის,
ხელით შევიგრძნობ, ვხედავ-
უიმედობის აჩრდილს,
სიკვდილის გამჭოლ მზერას,
თუმცა ვეცადე ბევრჯერ,
ვერ გავექეცი, ვერა.
როცა შუბლს ლულა ათბობს,
პულსი ჩაგდებას ბედავს,
სხვაზე ვერ ვფიქრობ მაგ დროს,
მახსოვს შვილი და დედა...
ჰოდაა, სიცოცხლეს ვბედავ!
22. 07. 2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები