ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 აგვისტო, 2017


პაპა, რა (ი)ცი?!...

პაპა, რა (ი)ცი?!...


შენ იცი ის რაც ძველ ოთახებში მომხდარა, მაგრამ ის რაც მოხდება მე ვიცი!
შენ იცი ის რაც ძველმანებშია, მაგრამ სკივრის ურდულის კლიტე მე მაქვს, სადაც ძველმანებია.
შენ იცი ის რაც მოსავს ადამს - აშიშვლებს ევას და პირიქით, მაგრამ ეს დამსახურებაა ნაყოფის, რომელიც მე მაქვს.
შენ იცი ის რა დღს მოდაშია:
მკვლელობა,
თვითმკვლელობა,
და რომ უპირატესია
ძიება შურის,
ძიება ფულის
და კარგვა სულის!...
მაგრამ მათზე იგავებს მუდამ მე ვყვები:
პაპა! წყალი ანკარა - როდის მღვრიეა და როდის ანკარა?
- წყალი ანკარა - შაქრითაც დაინისლება და მას მარილიც ნისლავს!
პაპა! კუს რად ერგო სახლად კუზი და ჩიტს ბეჰემოთის დიდი ზურგი?
- სახლი დიდი ზურგი არის, სადაც ცხოვრობს: ჩიტი, კუ და ბეჰემოთი. დედამიწაც კუზი არის ჩვენი დიდი სამყაროსი!
პაპა! დრო თუ მალე გაილევა, წყალიც მალე დაილევა?
- კი ასეა - დრო თუ თუ მალე გაილევა, წყალიც მალე დაილევა!
პაპა! ვის მეტი გული აქვს ქალსა თუ კაცსა?
- ორგულსაც ერთი გული აქვს!
პაპა! პაპარაცი ვინ არის?
- ჩემი იგავის გმირია, რომელმაც არ იცის პაპა(მ) რა (ი)ცი(ს)!
პაპა! რა (ი)ცი?...


გიგო რიონელი
(თბილისი)
31 მარტი 2017 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები