ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 აგვისტო, 2017


აღდგომის მგზავრი

აღდგომის მგზავრი



შენამდე აღდგომის გზაა,
მოვდივარ!
მანძილი სამი ციფრია:
სამი, ექვსი, ხუთი.
აირი მხუთავია, როგორც ამოსუნთქვა -
ბოლო იესოსი!
შენამდე შობის გზაა
ხედავ რა ცაა?
დიდ ვარსკვლავიანი,
მაგრამ ცაა
არა გზა.
შენამდე შემოვლით არ მოდიან
რადგან ქალაქში გზაა თორმეტი
და თორმეტიდან ერთი შენია,
ჩემამდე!
როგორ დავიღალე უშენობით
ისე როგორც
მიწა უჩემობით!
აღდგომაა და გზა ისეთი ფერია
როგორც არასდროს.
მკითხე:
როგორი ცაა?
გპასუხობ:
როგორც ხორბალი, შენი ფერია.
სიცოცხლე ხომ მეტი არც არაფერია.
რკინის ხმაური მესმის
ჯუღაა მტკიცე.
ტრიალებს, იკვლევს გზას
რომელიც აღდგომის გზაა -
შენამდე!
ხელგაწვდილ მარიამს ვხედავ,
მთხოვნელს,
მხსნელს
მშობელს და
ითხოვს:
გულს, მიწას, სიყვარულს!
თეთრია, რძის ფერი,
მტკიცე აქვს თვალები.
გული კვირტს წააგავს
და სული აშლილი აქვს როგორც
შვილის გარდამოხსნისას...
შენამდე გზა უფილაქნოა და უასფალტო
ხრიოკ გოლგოთას კი
ხვეტს უფალი!
დამლაგებელი უფალია, მაგრამ
ამრევი ადამიანი!
გაჩერებაა -
ბაქანზე ვდგევარ
ერთ ღერ პაპიროსს ვუხმე სალუკმოდ.
ისიც გაჩერდა და ამომიდგა მხარში -
ფამილარი ვრ!
მიხარია, მან მე ამირჩია!
ანკარა წყლის ქვეშ ქვას ვხედავ,
აშკარად მძიმეს, მაგრამ
სუფთას, როგორიც
შენი საფლავის ქვაა...
დედა!
ჩავაქრე,
ქუსლით მივჭყლიტე
და ვთქვი, რომ ბოლოა
როგორც ყველა ცოდვა!
ბოლოა?!
არა!
ისევე როგორც ფიქრი ვერ იქნება ბოლო...
დასაწყისია?
კი.
ისევე როგორც საუკუნე პირველი,
ქრისტეს შობიდან!
ფანჯრებიდან მორბენალი ჯვრები მოსჩანან,
დაგრეხილ თოკებიანი.
ზოგი პიზას ჰგავს,
ზოგიც ლარია.
მაგრამ რა ხდება?!
ყველგან ჯვარია და არსად იესო!
ადამიანი ხომ სულ რამდენიმე ნიჩაბი მიწაა,
რომელსაც ჯერ ამოთხრიან,
შემდეგ ჩაყრიან!
ანკარა წყლის ქვეშ ქვას ვხედავ,
აშკარად მძიმეს, მაგრამ სუფთას,
როგორც შენი სამოსის მაქმანია,
დედა!


გიგო რიონელი
16 აპრილი 2017 წელი - აღდგომა
(თბილისი-ფოთი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები