ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2017


près de Picasso

რამდენი ზამთარი ჩაივლის უშენოდ,
და რამდენ სიცივეს მივითვლი უჩუმრად.
ფანტელთა გროვაში ჩურჩული უენო
და შენზე გიჟივით ოცნება დამჩემდა.
უაზრო ბოდვაში მიმითვლის სამყარო,
ფეხებით გავთელავ წუხანდელ ნათოვარს.
იქ სადაც ტკივილებს სიზმრებში ვღალატობ,
და გულში ვინახავ ჩემს ბოლო სათხოვარს.
სიმკაცრის ელფერი გადაგკრეს ყინვებმა,
მე გულში გრძნობები ქარბუქად მერევა.
ოდესმე შეგხვდები „პიკასოს“ მახლობლად.
თვალებით გიპოვნი ჩემს მამაც გენერალს.
მე განა ზამთრებმა წამართვეს გრძნობები,
შენს ხსოვნას მივათრევ ბილიკებმოჭრილი.
დრო გადის, ნელნელა ზამთრობით მშორდები.
გამხადე  უშენო ცხოვრების მორჩილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები