ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2017


ახლა არც ისე ...

დღეთა და დღეთა დანაკლისი როცა მეტია
როცა აბსურდულს ემსგავსება რაც რამ დავწერე,
უმისამართოდ ბოთლიანი ვიწყებ ხეტიალს
და ვგავარ ქარში მიმოფანტულ ბაბუაწვერებს...

რომ შავი თეთრზე (ღამეები) გადასატეხად
ახლა არც ისე იოლია , ახლა არც ისე,
საიმედოა დანანებით ზეცას ავხედო
და მწამდეს მისი, ვინც ვერაფრით გავითავისე..

და მივატოვო ყველაფერი, თუმც სამწუხაროდ
არც არაფერი აღარ დამრჩა მისატოვები,
ცეცხლუკარება დავრჩი როგორც ძველი ბუხარი
ისტორიიდან დაკარგული დიდი ტომების..

და თავისთავად ცას და მიწას შორის გაჩხერილს
მოგონებები ცარიელად თითქოს მაქცევენ...
და ამ აბსურდულ სინამდვილის გამოსაჩხრეკად
დღეს ჩემი თავიც მეზარება და შენც ასევე..

დღეთა და დღეთა დანაკლისი როცა მეტია...


--------

სისულელეა რაც შენზე ვწერე
ან რასაც დავწერ, თუმცა გახსოვდეს,
-მხოლოდ შენს თვალებს თუ დავუჯერებ
მაგრამ შენს სიტყვებს აღარასოდეს..

--------



შენ იცი მხოლოდ,
გულის კარი რატომ დავრაზე,
შენ იცი მხოლოდ,
ჩემში ფიქრი რასაც იბიდებს...
და ჩემსკენ სავალ ერთადერთ და ძველ შარაგზაზე
უკვე წლებია ბალახები ამობიბინდნენ...

--------


მივდივარ სადღაც,
გზად თოვლია ,
ქარი გნიასობს
მივყვები თავგზაამაბნეველ ფიქრის კიდობანს,
საკუთარ თავზე რა მოგიყვე,
რაღა გიამბო
-მე პოეზიის უნებლიე შემთხვევითობამ..

-----


წვიმს ..ჰორიზონტზე ,დაჭრილ მზერას ძლივსღა მივათრევ
და რომ წავიდე,
რა იქნება?!
ასე,
ამგვარად..
თუ ვერასოდეს ვერ იპოვი ჩემში სიმართლეს,
შენი ოცნების პაწაწინა თავშესაფარად..


----

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები