ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2017


ses yeux

თვალები შენი, ჩემო მზეო, შენი თვალები,
განწირულ კივილს შევადარო ამაღამ უნდა.
გულს მოხეთქილი ნიაღვარის ტალღებიანად
ჩემი სიცოცხლე შენს თვალებში გადამიდუღდა.
მიმზერ - აცეკვებ შენს ცქერაში რაღაც უცნაურს.
ჟინის მსგავს იმედს აუფეთქდა გალაქტიკები.
მტანჯავს საოცრად , ამოზრდილი უშენობისგან  -
გულში გაყრილი ქარვისფერი სტალაქტიტები.
გაგიმარტივე ჩემი თავი ისე უეცრად.
(აქაც ზედმეტად მგრძნობიარემ მე ვერ ვივარგე)
რომ შენს თვალებში ვერ შევნიშნე განზე გადგომა
და შენც უეცრად ნიავივით გადაიკარგე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები