ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დაკარგული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 აგვისტო, 2017


ტოქსიკური ურთიერთობები, ფსიქიური ძალადობა, ფსიქიური ტერორი, მწვალებელი, ნარცისი, ოჯახური ტირანი

ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, თუკი ეს სიმპტომები გეცნობათ, ან ვინმეს გაგახსენებთ, წააკითხოთ ან გაუზიაროთ ეს სტატია დაზარალებულს. ქართულ ენაზე ლიტერატურა ამ თემაზე ძალიან მწირია, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, აუხილოთ თვალი "დაზარალებულს"


წინა ნაწერებში განვიხილე რამდენიმე ტიპის კომპლექსი, რომელიც დამოკიდებულ და თანადამოკიდებულ ადამიანებს ეხებოდა. ამჯერად მსურს რამდენიმე სიტყვით ტოქსიკურ, დესტრუქციულ ოჯახურ ურთიერთობებს შევეხო.

    ალბათ გინახავთ ანდა სულაც თავადაც ხართ ისეთ ურთიერთობებში, როდესაც ბევრი კომპრომისების გაკეთება გიწევთ ოჯახში, ურთიერთობა მტკივნეული უფრო არის და უკან ნაბიჯის გადადგმა და ურთიერთობებიდან გასვლის საშუალება თითქოს და შეუძლებელია. ბევრი გამხდარა ოჯახური ძალადობების მოწმე და აღშფოთებული დარჩენილა რომ დაზარალებული ქალი გამალებით იცავს საკუთარ მწვალებელ მეუღლეს, მაშინ როდესაც კეთილისმოსურნენი მის "თვალის ახელას" ცდილობენ. ანდა სულაც ტავად ხართ მსხვერპლი და პარტნიორის ხასიათის რადიკალურ ცვალებადობას წკუიდან გადაჰყევხართ და ვერავის უზიარებთ თქვენს გასაჭირს, რადგან ფიქრობთ, რომ ვერავინ გაგიგებთ, ან უარეს შემთხვევაში თვლით რომ თავად ხართ მეუღლის აგრესიის მაპროვოცირებელი და თქვენ ეს სასჯელი დაიმსაურეთ. თუკი ზემოთჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე ნაცნობია თქვენთვის, დიდია შესაძლებლობა, რომ საქმე გაქვთ ტოქსიკურ, პათოლოგიურ ადამიანთან. ასეთ ადამიანებს დღესდღეობით სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ: აბიუზერ, ოჯახური ტირანი, ნარცისი, მწვალებელი და ა.შ.  ამ ნაწერში პირობითად ვახსენებ მწვალებელს, როგორც მამაკაცს, ხოლო მსხვერპლს , როგორც ქალს, რადგან მამაკაცი - ტირანის შემთხვევა ბევრად მეტია, მით უმეტეს პატრიარქალურ კულტურაში,  თუმცა შესაძლოა პირიქით იყოს, ტირანი ქალი, მსხვერპლი - კაცი. საუბარია ადამიანზე, რომელსაც ბავშვობაში შესაძლოა უგულვებელყოფდნენ, რომელიც საკუთარ ოჯახში ხედავდა დედის და მამის არაჯანსაღ დამოკიდებულებას, სადაც მამა ითვლებოდა "ბატონად", ხოლო დედა მის "მსახურად". ბავშვმა (უმეტესად ეს ბიჭებს ეხებათ) ამ როლებიდან საკუთარ თავზე ბატონის როლი მოირგო და მოისურვა მომავალში ეპოვნა თავისთვის ქალი, რომელსაც ის ექსპლუატაციას გაუწევდა და გამოიყენებდა საკუთარი სურილების დასაკმაყოფილებლად, როგორც ემოციურ, ფინანსურ თუ ინტიმურ დონეზე.


    როგორ მიდის ტირანი მსხვერპლის მოსანადირებლად:

    მწვალებლები საოცრად კარგი მსახიობები და დამკვირვებლები არიან, პირველივე წუთებში შეუძლიათ გათვალონ ქალის სურვილები, ემოციები. პირველივე პაემანზე ალაპარაკებენ ქალს რათა მიიღონ მისგან რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია, რათა უკეთ მოახდინონ მისი "სისუსტეების" იდენტიფიცირება. შემდეგ მოირგებენ ნიღაბს და ქალს საკუთარ თავს მოაჩვენებენ როგორც მის საოცნებო კაცად, იქნებიან თბილები, ყურადღებიანები, იდეალურები. (მათ ბუნებისგან ერგუნათ საოცარი შარმი და ქარიზმა, რაც მათი ერთერთი დამახასიათებელი ნიშანია, მაშინ როდესაც მათ გარეგნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ქალზე). ამასობაში ქალი ებმება მის მახეში და მასზე ემოციურად დამოკიდებული ხდება. მწვალებელი საოცრად კარგად გათვლის თუ დამოკიდებულების რომელ სტადიაზე იმყოფება ქალი. თუკი იგი, ემოციურად, ფინანსურად დამოკიდებული ხდება მამაკაცზე ან დაფეხმძიმდება, მამაკაცი ამას გათვლის და "იდეალიზაციის ფაზიდან " გადავა შემდეგ ფაზაზე, რომელსაც მისი "დამცირების და იგნორირების ფაზა" მოჰყვება. ამ მეორე მოდუსში მწვალებელი ცდილობს ქალის დამცირების ხარჯზე მისი თვითშეფასება შეარყიოს. იგნორირებით კი ქალი საგონებელში ჩააგდოს, როდესაც ქალის ტვინი 24-საათი დაკავებულია ისი ქმედებების თვითანალიზით თუ რა ჩაიდინა მან ისეთი, რომ პარტნიორის იგნორირებას იმსახურებს. მწვალებელიც ხომ მას აბრალებს ყველაფერს. მსხვერპლი საკუთარ თავში ყოყმანობს (ამ პროცესს ეწოდება გაზლაითინგი) და საკუთარ თავს ადანაშაულებს.

რას აღწევს ამ დამცირებებით მწვალებელი?

  ქალის თვიშშეფასების მაცემას, საკუთარი თავისადმი რწმენის შერყევას, როდესაც იგი თვლის რომ იმდენად უსუსურია, რომ ქმრის გარეშე იგი უბრალოდ ვერ შეძლებს ცხოვრებას. შემდეგი ფაქტორი არის მსხვერპლში დანაშაულის გრძნობის ჩამოყალიბება, როდესაც მსხვერპლი ცდილობს მწვალებლის მიმართ დანაშაულის გრძნობის გამოოსყიდვას, მაშინ როდესაც ის მას ემსახურება. ფაქტობრივად მანიპულატორი რაც მეტად ამცირებს მსხვერპლს და უჩენს მას დანაშაულის გრძნობას, მიტ მეტად უწევს მსხვერპლს ექსპლუატაციას. და ბოლოს ყველაზე საშინელი  არის ის ფაქტორი, რომ რაც უფრო უსუსურია მსხვერპლი, მით უფრო მეტად შესაძლებელია ამოქმედდეს მასში "სტოქჰოლმის სინდრომი", რაც გამოიხატება იმაში, რომ მსხვერპლში მუშაობს თვითგადარჩენის ინსტინქტი, სტრატეგია, რ ოდესაც იგი ცდილობს ემოციური კავშირი გააბას მწვალებელთან, გამოიცნოს წინასწარ მისი ფიქრები, მისი ტვინით და მისი ასპექტიდან უყუროს საგნებს რათა თავიდან აიცილოს კონფრონტაცია და ჩხუბი. აქედან წარმოიშვება უდიდესი ემოციური დამოკიდებულება (რომელიც ხშირად სიყვარულში ეშლებათ), რომელიც ურთიერთობის ამ ეტაპზე თვითგადარჩენის სტრატეგიას წარმოადგენს. ტექსტის შემდეგ ნაწილში მოგითხრობთ როდის არის ეს "სტოქჰოლმის სინდრომი " ფატალური. პრობლემა იმაში არის, რომ მსხვერპლი ამ დროს მწვალებელს, ან იგივე ტირანს იზოლირებული ჰყავს მეგობრებისა და ნათესავებისგან, ისერ რომ გარედან მაყურებლისთვის ოჯახური ტირანია ერთი თვალით შეუმჩნეველი რჩება. გარდა ამისა მსხვერპლსა ხომ ყოველთვის აგონებენ იმას, რომ "ოჯახის საქმეების გატანა" ცუდ ტონად ითვლება, რაც სრული სისულელეა, რადგან ეს გამონათქვამი ყოველთვის მოძალადის წისქვილზე ასხამს წყალს  და სუსტის აბსოლუტურად საწინააღმდეგოა.  ისიც უნდა ითქვას, რომ ოჯახური ტირანიის გარედან ამოცნობა ძალზედ რთულია, რადგან ტირანებს საოცრად კარგი სახელი აქვთ. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლები ფატალური შედეგები შესაძლოა ჰქონდეს ფსიქიურ ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ გარედან ჭრილობები არ შეიმჩნევა, თუმცა შესაძლოა ქალი თვითმკვლელობამდე იქნეს მიყვანილი.

  რაც შეეხება ზემოთხსენებულ მოდუსებს, "იგნორირების და დამცირების მოდუსს" როგორც წესი მოსდევს ხოლმე " აფეთქების " მოდუსი, როდესაც ერთი პატარა ნაპერწკალი ჰყოფნის მოძალადეს, რათა წვრილმანზე აფეთქდეს და უდიდესი სკანდალი მოახდინოს. შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება, მოძალადე გადადის ისევ "იდელაიზების ფაზაში" როდესაც  კვლავ ცდილობს  დაიპყროს თავისი მსხვერპლი, მოისყიდოს, საჩუქრებით, კომპლიმენტებით და სითბოთი... და მსხვერპლი მას ჰპატიობს, რადგან ის თვლის რომ მის გარეშე ის ვერ შეძლებს ცხოვრებას (ის ხომ ასეთი უსუსურია მის გარეშე, რადგან ასე ჩააგონა მწვალებელმა),  მსხვერპლი ჩათვლის რომ ის თავადაც არის დამნაშავე ქმრის აფეთქებებში და შეეცდება გამსწორდეს თავად და დაიბრუნოს უწინდელი იდელური სიტუაცია, რადგან ურთიერთობის დასაწწყისში მეუღლე ხომ ნამდვილი იდეალი იყო. სინამდვილეში ის ადამიანი , რომელიც მან გაოცნო "იდეალიზების ფაზაში " იყო FAKE, ეს იყო ყალბი ნიღაბი, რომელიც არ არსებობს. ნამდვილი პარტნიორი არის ის, როგორსაც თქვენ Xედავთ მეორე და მესამე ფაზაში. 
თუკი ქალი ცდილობს განქორწინებას, ძალიან ბევრი ხელის შემშლელ ფაქტორს დაინახავს:
ფინანსური დამოკიდებულება ქმარზე, ემოციური დამოკიდებულება(რომელსაც იგი სიყვარულად თვლის), საკუთარი თავის რწმენის არქონა, საკუთარი თავის დადანაშაულება ყველაფერშI, ქმრისადმი დანაშაულის გრძნობა, ასევე პრობლემა იმისა, რომ ქმარს ხალXში ძალიან კარგი იმიჯი აქვს და ვერავინ დაიჯერებს მის უმსგავსო ქმედებას, მეტიც, საქართველოში პატრიარქალურ სისტემაში აღზრდილი ხალხი ეტყვის რომ მან როგორც ქალმა უნდა დაითმინოს, უნდაც ბავშვების გულისთვის. მაშინ როდესაც თავად ბავშვები არიან ტირანიის ყველაზე დიდი მსხვერპლნი, რადგან გამუდმებული ჩხუბის მოწმეები ხდებიან და სავარაუდოდ ბიჭების უმეტესი ნაწილი მამის ნაირ ტირანის როლს აირჩევს ცხოვრებაშI, გოგონები კი მსხვერპლის როლს მოირგებენ და არაჯანსაღ ურთიერთობებში ჩაერთვებიან.

თუკი მსხვერპლი მამაკაცს განუცხადებს განქორწინების შესახებ, ისინი შეეცდებიან ყველანაირად წინ აღუდგნენ ამას, რადგან მსხვერპლის, საკუთარი რესურსის დაკარგვა არ სსურთ. ისინი მიმართავენ მანიპულაციის გზებს, როგორიცა მუქარა, თავის შეცოდება და ა. შ.

  ზევით ვახენე პარადოქსალური "სტოქჰოლმის სინდრომი", რომელიც მძიმე ფაზებში თვითგადარჩენის სტრატეგიას წარმოადგენს, თუმცა დაშორების სტადიაში იგი "დათვურ სამსახურს" უწევს მსხვერპლს. მსხვერპლი ხომ ტირანის მოკავშირე გახდა ამ სინდრომის წყალობით, ჰოდა როდესაც ტირანი თავს აცოდებს, მსხვერპლი როგორც "კვლავაც " მისი მოკავშირე მის მდგომარეობაში ძალიან შედის, იცოდებს მას და რაც ყველაზე დიდი შეცდომაა ურიგდება მას, იმედით რომ იგი შეიცვლება. ტირანმა შეიძლება დაჰპირდეს, იტიროს, მუხლებზე იხოხოს, მაგრამ ეს ყველაფერი მანიპულაციაა მსხვერპლის დასაბრუნებლად. თავიდან დაიწყება ზემოთხსენებული 3 ფაზა. ჯერ იდეალიზაცია, შემდეგ იგნორი და ბოლოს ისევ აფეთქება. პრობლემა იმაშია რომ ტირანი არასდროს არ იცვლება. მედიცინაში ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები