ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2017


გაიღიმეთ!...

ხალხნო გაიღიმეთ...უფასოა!
ვალად არ გედებათ ციმციმები,
სული გააშიშვლეთ სრულფასოვნად,
შიშნაძერწ მზერით ნუ იცქირებით.
ერთმანეთს აჩუქეთ სიმსუბუქე,
სიტყვით ამოქარგეთ გულზე სხივი,
ნაბიჯს მოაშორეთ ლაფი მსუყე,
სხვის მხრებს უწილადეთ "ვიწრო მძივი".
სითბო გადაეცით უნანებლად,
ახალ ჩახუტებით გადაივსეთ,
ფიქრი ააფეთქეთ უზარებლად,
ასე რთულ ცხოვრებას გადაირბენთ.
მკერდი იისფერად გადაშალეთ,
სუნთქვის ნუ შეგრცხვებათ, უფარსოა,
დარდი წამწამებით გადაკვალეთ,
წრფელად გაიღიმეთ... უფასოა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები