ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თორია მარიამი
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2017


დამშვიდობება

შენ ამბობ მშვიდობით,მე ვამბობ ნახვამდის
და მჯერა ოდესმე ვიხილავთ ერთმანეთს,
თბილისის ქუჩებში სევდა და თავსხმაა,
ქუჩებში,რომლებშიც გულივით ფეთქავდა
სულ ერთი უბრალო წყვილი და ლირიკა
უხდება სტრიქონებს-დაწერილს,არასრულს,
მე მჯერა,რომ ეს გზა ბოლომდე მიგიყვანს
და მაინც ვერაფრით ვუპოვით დასასრულს
ამ ბილიკს,ამ ბაღებს,ამ ქუჩის მუსიკოსს,
რომელიც ასრულებს სევდიან სიმღერებს,
მე ვგრძნობ რომ სიტყვები გრძნობების რუკაა
და გეძებ,გპოულობ,გკარგავ და ვიღიმი.
რომ ბოლო მომენტში შენ მაინც გამოჩნდე,
თვითმკვლელის სახელი რომ აღარ დამერქვას,
ცხოვრება ეს არის სიკვდილის ნარჩენი
ან უფრო ხურდაა,ან იქნებ,ასე ვთქვათ,
ლოგიკა,რომელსაც არა აქვს წერტილი,
დავდივარ ქუჩებში,გფიქრობ და გაღმერთებ,
მე ახლა საკუთარ თავზეც კი მეტი ვარ,
გარეთ კი თბილისის უზადო ღამეა.
ვშორდებით იმედად,რომ სადღაც შევხვდებით,
გახსოვდეს,ყოველთვის ზედმეტად მინდოდი,
მე ახლა გარეთ ვარ და წვიმას ვეხები,
შენ ამბობ ნახვამდის,გპასუხობ-მშვიდობით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები