ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თემური მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2017


გული ჩაეჭიდა შენს გულს

გული ჩაეჭიდა შენს გულს,
როგორც ჩაკიდული ხელი.
სუნთქვაგადარეულ ენგურს
განა ჯებირები შველის?..

იცი მოენატრე თითებს,
ხელებს მოენატრე მკერდში,
თითქოს მთელ გაზაფხულს იტევს
ბუდე ჩემი სახლის ჭერში.

ისევ შენს თვალებში ელავს
ჩემი სხვა სამყაროს ზეცა.
შენით დაწყებული დილა
უკვე სიცოცხლედაც მექცა.

ახლა მარტოობას ვითმენ,
სადღაც დაკარგული მთებში
წამით დამესიზმრო იქნებ
ვიდრე უშენობა შემშლის.

როგორც ჩაკიდული ხელი
გული ჩაეჭიდა შენს გულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები