ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბებერი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2017


საფლავთან საკითხავი


# # #
შენი მოგონება შაშვივითაა.
როგორც შაშვი,
ჩემს გაყინულ გულთან
მუდამ ბინადრობს
შენი მოგონება.
თბილ ქვეყანას არასოდეს ეძებს.



# # #
ყვავილებს გიკრეფდი.
უცებ გამახსენდა,
რომ შენი სახლი არა სოფლის თავში,
არამედ სოფლის ბოლოში იყო...



# # #
უკვე დამჭკნარან ფურისულები.
ბოლო დროს შენს საფლავთან
იშვიათად მოვდივარ.



# # #
უშენობა, -
ფრთამოტეხილი ფრინველი.
მიწაზე დახვალ,
მაგრამ იცი, რომ
ვეღარასოდეს გაფრინდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები