ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2017


ზეზვა ჰაბილისის მონოლოგი განსჯისათვის (წაარაკო)

    ზეზვა ჰაბილისის მონოლოგი განსჯისათვის
                  წაარაკო)
  ქართველებო! თქვენმა არაკებმა ერთი ამბავი გამახსენა, რომელიც წარმოშობით თქვენ თანამემამულე სპარსელს, ალავერდი-ხან  უნდილაძეს და მის შვილებს: იმამ-ყულის და დაუდს შეეხებათ.
  მიუხედავად იმისა, რომ მათ ცოტა რამ აკავშირებდათ საქართველოსთან, არასდროს გასჩენიათ სურვილი, წუმწუმითა და მახვილით წამოძღოლოდენ სპარსელთა ჯარს ისტორიული სამშობლოს ასაოხრებლად. თუმცა, კარგად იცოდნენ, რომ ასეთი ქმედებით ,,ცეცხლს ეთამაშებოდნენ’’ და შაჰის უნდობლობას (რისხვას თუ არა) დაიმსახურებდნენ, რომელიც სიცოცხლის დაკარგვის საფასური შეიძლება გამხდარიყო. მაგრამ, როცა საქმე სპარსეთის (ერანის) ძლიერებას შეეხებოდა, უყოყმანოდ მიდიოდნენ სიკვდილზეც. ,,დამჯერე’’ იმამ-ყული ხანმა მაშინაც ვერ შებედა აბასს უარი, როცა  ამ უკანასკნელმა ქეთევან დედოფლის წამება მოსთხოვა. საშინელი წამების შედეგი ისტორიისთვის ცნობილია და ვფიქრობ, რომ ხანი ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავიდა. დასკვნა ერთია, ის ყოველთვის გაურბოდა საქართველოზე ლაშქრობას და მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის წამება არ მიეტევება, ისტორიული სამშობლოს სიყვარული უნდა დაუფასდეს ... თუმცა რატომ? აი ეს გახლავთ გასარკვევი.
  ერთგულება - ერთგულებისთვის, თუნდაც დედოფლის წამების ხარჯზე, თქვენი ,,აქილევსის ქუსლია’’ ქართველებო ... უნდილაძემაც ხომ სწორედ ამით დაამტკიცა ერთგულება? ...
  მეორე დიდმა პიროვნებამ გიორგი სააკაძემ უყოყმანოდ ილაშქრა სპარსელთა ჯარით მამულზე, რომელსაც შემდგომ მაინც მოუწია საქართველოს საკეთილდღეოდ მძიმე ნაბიჯის გადადგმა, ამას კი ერის სირცხვილი ,,ბაზალეთის ბრძოლა’’ და პაატას მოწამებრივი სიკვდილი მოჰყვა ...
  ... შურისძიება შურისძიებისთვის, თუნდაც მამულის კეთილდღეობის ხარჯზე, ესეც ხომ თქვენი ,,აქილევსის ქუსლია’’ ქართველებო! ... სააკაძემაც ხომ შურისძიებისთვის ილაშქრა საქართველოზე? ...
  ამხანაგმა სერგომაც ხომ ეს ნაბიჯი გადადგა? დღესაც ხომ ელოდება ვიღაც  ,,გიორგი,’’ ,,ყული’’ თუ  ,,სერგო’’ თავის უდღეურ დღეს? ... ო-ო! როგორ ელოდება! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები