ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2017


ვერ გამიბედავ...უშენობას!

ვერ გამიბედავ ღიმილები მომტაცო ბაგეს,
ვერ გამიბედავ უშენობის ჩამაცვა ლანდი,
არ შეიძლება ამოსუნთქვა სხვა ვინმეს გავდეს,
არ შემიძლია სხვის ფერებში ვაყვავო ვარდი.
იქ, მთების მიღმა სიყვარულის ხმები რომ ცეკვავს
ჩემი ექოა შენს ოცნებას ვიხმობდი იმ ხმით,
ეს ქარიშხალიც შენს ნაბიჯებს ჰანგად რომ კეცავს,
ჩემი ფეთქვაა გულის ჯებირს აცლილი ფიქრით.
შენ ჩემი სული ჩაიბნიე თმებში სურნელად,
იმგვარ სურნელად არასდროს რომ დაკარგავს ვნებას,
და თუ ეცდები მიმიჩნიო უცხო სულელად
გეტყვი სიგიჟეს შენი ფერის სხივებით ვღებავ.
შენი ფერია ყველა სუნთქვით ნაქარგი ტილო,
შენი ბგერაა უფრო მჟღერი რომ არ სურს ყურებს,
შენი მზერაა, რითაც აწმყო სინათლეს ცდილობს,
შენი სუნთქვაა ჩემს მომავალს რომ მოვახურე...
როგორ გაბედავ ღიმილები მომტაცო თვალებს?
როგორ გაბედავ უშენობის ჟანგბადი ვთელო?
უერთმანეთო "გაელვება" სამყაროს ავნებს,
უერთმანოთოდ იფერმკრთალებს ვარსკვლავთა "მდელო".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები