ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
7 აგვისტო, 2017


შუა საუკუნეების იაპონური ტანკები

ბერად შემდგარი დიდი ვეზირი
* * *
ნუ გეფიქრება,
დრო მისაჯრელს ისედაც მიჯრის,
ზეიმზე მივალ, ოღონდ უკვე გაძარცვულ ფერთა,
ამ სიჩუმეში გაბნეული
მარცვალი ბრინჯის,
თითქოსდა, სულში ჩამივარდა სიკვდილთან ერთად.
* * *
დავაგდე ესე
სამყოფელი,
რუდუნს მოვეშვი.
ჩინსა და მაჩინს დავეთხოვე, ჩინის ტარებას.
ცადალანძული მწვერვალების
სიმყუდროვეში,
ამ ყრუ მარტოკაცს მარტო შვება არ მეკარება.
* * *
თვალებში ჭმუნვა,
როდინდელი,
ისევ ანთია,
მწუხარედ გდია, რა ხანია, ნადავლი წლების-
ჩემი კიმონო,
გაძარცვული ძველი
მანტია,
დრომ შეუმჩნევლად რომ მოჰპარა ძვირფასი თვლები.

(თარგმნა გიორგი ხულორდავამ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები