ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2017


გENDერი

აღარაფერი მიკვირს და
აღარც რაიმე მაცინებს.
მსხალივით მკერდი იკვირტა
კაცმა-ნაოპერაციებ.

მერე ამ კაცმა (თუ ქალმა),
გა(ს)პარსულ, გამოტ-რუსულმან,
უფლებით თავისუფალმან -
სული მიჰყიდა მუსულმანს.

ოღნდ, ის, კი არ ღალატობს,
უბრალოდ ყველას ხათრი აქვს...
ვერ იტანს მხოლოდ პატრიარქს -
ყოფნას მიკრძალავს ქალადო.

არადა, რა ვქნა თუ ჩემში
ჭარბობს ჰორმონი ქალური,
ვერ უნდა ვმართო ქუჩებში
აღლუმი სექსუალური?!

ეჰ...,
სანამ "კესოს" გენდერით
გართულან ნაც-ქოც-გირჩები.
სამშობლოვ ჩვენო, ბებერო,
გვიკვდები,
ოხრად გვირჩები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები