ნაწარმოებები



ავტორი: ნუგუნა
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2017


ცხოვრება


I

დგება მომენტი
როცა შენ იმ ხალხს გაურბიხარ,
მშიერ პირუტყვებს,
რომელთაც შენ საჭმლად უნდიხარ.

შენ გაურბიხარ
და მიიწევ მარტოობისკენ,
ოთახის კუთხეს
რომ ჩამოხლულა და შენ რომ გიცდის.

მიდიხარ მასთან,
და ფიქრობ რომ არავინ არ გყავს.
ბგერებს გამოსცემ
და შენს ბგერებს ეს სივრცე ყლაპავს.

შემდეგ მიდიხარ
და იმუხლები კედლის კუთხეში,
ხალხისგან ჭმული
და არავინ არ განუგეშებს.

მხოლოდ მარტოობა,
შენთან ერთად რომ გდია კუთხეს,
რომ მოგესაჯა,
შენს მდგომარეობას მხოლოდ ის წუხდეს.

II

ამ გულს რომ სჭირდება რამ გახარებისთვის,
ისეთი პატარა ოთახი არის ეს.
არც ოთახს და კიდევ არც ამ გულს აროდეს,
ვერასდროს რაიმე კარგი ვერ აღირსეს.

ოთახში დაგხვდებათ წიგნები დაყრილი,
ეტლი ინვალიდის და ჩემოდანი,
თან აქვე კრესლოა (ან კიდევ დივანი)
აქ არდროს არ არი არავინ შემომტანი

ბედნიერების.

III

ეტლია მოგონება ჩემეულ ბავშვობის,
რომელსაც გავურბი დაბადებიდან
და ამ ეტლს როდესაც უყურებს თვალები
მე თითქოს სიმძიმე მეხსნება მხრებიდან.

აქ კიდევ შეგხვდებათ ძველი ჩემოდანი,
რომელიც თთქოსდა ცხოვრებას ასახავს,
ჩემს გავლილს დღემდე და ჯერ კიდევ გასავლელს,
რომ ყველგან ვტოვებ და დავტოვებ ნასახლარს

საკუთარს.

აქვეა დივანი, ან კრესლო, ან რავი.
ჩემეულ სიბერის დოგმა და საბუთი
და ამ სიბერეში არ მხვდება არავინ,
მხოლოდ მარტოობა და დარდი სათუთი.

წიგნები აღნიშნავს ცხოვრებას ჩემეულს,
მუდამ რომ მდგრადი და მშვიდი ვარ ყველასთან
და არის თანაბარ ეს ჩემი ცხოვრება
ქუჩაში მიგდებულ იმ ძაღლის ყეფასთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები