ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2017


ო ბ ლ ი გ ო (ტვინში)

გადავწყიტე  გამგზავრება.
ასე  არასოდეს  გამჭირვებია  მასზე  ფიქრი,  არასოდეს.
სულამდე  შეაღწია  ტკივილმა,  რომელსაც  ვერაფერი,  სულ  ვერაფერი მოვუხერხე,  ვერ  გავიგე,  საიდან  გაჩნდა,  როგორ  დაიბადა,  არადა  მტანჯავდა  დღედაღამ,  უძილობა  დამეწყო,  მშფოთვარე  გახდა  ყოველი  წამი,  ვარსებობდი,  მაგრამ  აღარც,  ადგილი  დავკარგე,  ფუნქციაც,  აზრიც..
    შემდგომ  სამი  დღისა,  გავემგზავრე  კიდეც.
  ისე  ვიყავი  მგზავრობისას,  თითქოს  არ  ვიცოდი,  სად  და  რატომ  მივდიოდი. 
მეგობარს  მივწერე  და  ვუთხარი  ჩემი  მდგომაეობა,  მაგრამ  რა  მჭირდა ,  რა  მემართებოდა  მასაც  ვერ  ავუხსენი.  თუმცა  სცადა  დამხმარებოდა.
გზა  გაიზარდა,  გაგრძელდა,  უსასრულოს,  უიმედოს  დაემსგავსა,  მდგომარეობას  კი  ვერ  ვხსნიდი. თუმცა  ვგრძნობდი,  რომ  შერაცხადად  ვრჩებოდი .
  გზად იყო  მწვანე  ხეები,  ტყე  იყო ორმხრივად,  აქა–იქ  სახლებიც  ჩნდებოდნენ  ხანდახან,  ალაგ–ალაგ  ყვავილებიც  მდუმარედ, უხალისოდ,  ხმაამოუღებლად,  მტრით  გაუფერულებულები,  ახალს  არაფერს  მეუბნებოდნენ,
  უფრო  დავიზაფრე,  მათი  იმედი  მქონია  გავიფიქრე,  მაგრამ    მოვტყუვდი,  შევცდი.  ცუდად  იმოქმედა  მათმა  ასეთმა  შეხვედრამაც  ჩემზე.  დამაფიქრა მწარედ.
  დავიჯერო,  აქაც  არავინ  მიმიღო?  ვკითხე  თავს,
იქნებ  არ  უნდა  წამოვსულიყავი?
  იქნებ  არ  მოდის  ახლა  ჩემი  გზა  აქეთ ?, 
იქნებ  გზა  შემეშალა?
  იქნებ  სწორად  ვერ  გავიაზრე  და  ნაადრევი  არასწორი  გადაწყვეტილება  მივიღე?
იქნებ  უარი  უნდა  მეთქვა გამომგზავრებაზე?
  იქნებ  თავის  შეკავება  ჯობდა  ამ  გამომგზავრებაზე?
პასუხი  გონებაში  არ  მოიძებნა,  მერედა  ინსტიქტი?  როგორ  მებრძოდა  წამოსვლამდე,  როგორ,  მე  კი,  როგორ  მოვექეცი  ინტუიციას?  ალბათ როგორ  განიცდის, ის  ხომ  მუდამ  მეხმარება  და  მიდგას  გვერდში,  მე  კი,  ასე უგუნურად  მოვექეცი, ასე  უტიფრად,  ასე  უპატივცემულოდ,  ოჰ,  არა, არა,  მე  ეს  არასოდეს  დამავიწყდება,  არა, არ  დამავიწყდება, მით  უმეტეს  თუ  მართალი  გამოდგება.
  დუმილით  ვესალმებოდი  ყველა  სიმწვანესა  და  სიცოცხლეს,  დუმილითვე  მპასუხობდნენ  და  მიმაცილებდნენ  გზად  მიმავალს,  მომაყოლებდნენ  თვალ ს  მიფარებამდე.
  აი,  მივედით  ადგილზე,  თვალი  რეალობას  არ  იჯერებდა,  მე კი,  თვალს  არ  ვუჯერებდი,  გული  ვეღარ  ჩერდებოდა,  გასკდომას  ცდილობდა,  მაგრამ  სარქველი  მაგარი  და  ძლიერი  გამოდგა  და  გაუძლო  ყველაფერს,
  ის  ღამე  მჯდომიარეს  დაგვათენდა,  არ  იყო  ჩვეულებრივი  ღამე,  არც  მთვარემ  გაიარა  ცაზე, არც  ვარსკვლავები  კრთებოდნენ  და  ცეკვავდნენ  ცაზე,  არც  სხვა  პლანეტებს  გამოუჩენიათ  აქტიურობა,  ყველა  სადღაც მიმალულიყო.
  მე  და  ხუთი  ჩემთვის  ძვირფსი  თანამგზავრი,  უხმოდ ვუთანაგრძნობდით  ერთმანეთს,  ყველას  ერთი  ტკივილი  გვჭირდა,  ყველას  ძალიან  გვტკიოდა  და  გვიჭირდა,  დუმილი  კი,  ჩვენზე  ძლიერი  აღმოჩნდა.
  არა,  არა, მე  ვიყავი  ის,  ვისაც  ყველაზე  ძლიერ,  ყველაზე  მწარედ,  ყველაზე  აუტანლად,  ყველაზე  მოურჩენლად  მტკიოდა,  მაგრამ  ენა  და გონება  დამეხმარა  ძალიან,  მათ  ჩაყლაპეს  მთელი  ჩემი,  შფოთი  და  გაუსაძლისი  ტკივილი.
  ინათა  ცაზეც,  ისე რომ  ცისკარიც  არ  გამოჩენილა,  ისე  რაღაცნაირად  უაისოდ,  მოიფინა  დღის  სინათლე და გამეფდა,  მკაცრი  თალიც  შეგვავლო.
    ნუთუ  ბედის  ირონიაა,  ვკითხე  ჩემს  შემოქმედს, მაგრამ  დუმილით  მიპასუხა.
  ასე  თუ  ისე  ინათა  ჩვენთვის  ღია  ცის  ქვეშ,  თვალები  ჩემი  დაბნელებიდან  გათენებამდე,  ხან  იხუჭებოდნენ,  ხან  გახელილი  იყვნენ, მთელი  ღამის  სიგრძე  და სიგანე,    სისასტიკე  წამებით  გავთვალეთ,
ჩაიკარგა  ღამე  ტკივილში,  ტკივილი  კი  შეერწმა  ღამეს  ჩემთან  ერთად.
  გაგვიჭირდა,  გვტკიოდა  ძლიერად.
სიჩუმე,  დუმილი,  უსიტყვობა, თითქოს  დავმუნჯებულიყავით,  ერთმანეთს თვალს  ვარიდებდით,  ხან  დაბლა  და  ხან  ცას  ავხედავდით,  რაღაცას  ვეძებდით,  მთელი  გულმოდგინებით  ვცდილობდით,  გამოსავალს  არა,  არა  ობიექტურსა  და  წყალგაუვალ  გადაწყვეტილებას,  ზუსტად  გათვლილს, უშეცდომოს.
  ჩემს  ჩუმ  და  თავშეკავებულ,  ძლიერ  სულს,  სული  აღმოხდა  რამდენჯერმე.
გამოვბრუნდით  უკან.
    ვცდილობთ,  სულის  დაცლილი  ადგილების  ამოვსებას  ჯანმრთელი  და  ხალასი  ნაწილებით.
ახლაც  თვალწინ  დგას,  ნაწყვეტები  იმ  ღამიდან.
ხანდახან,  გაიელვებს  თვალწინ  პოლიციის  მანქანის  ციმციმები,  ხანდახან  სიტყვებიც  ისმის  უცხო  ადამიანებისა...
და  ტკივილი,  ტკივილიც  მეორდება  წამიერად  იმღამინდელი,
...
უფალო,  შენი  იმედით  ვართ  და  შენგან,  კეთილ  საქმეს  ველით,  მუდამ.
შენ  კი,  ჩემო  წინათგრძნობავ,  ჩემო  ინტუიციავ,  ქვეცნობიერო,  ვნანობ,  რომ  არ  მოგენდე, რომ  არ  დაგიჯერე,  ძალიან  ვნანობ,  მართალი  იყავი,  პატიებას  გთხოვ,  უნდა  დამეჯერებინა  შენთვის...
ამის  შემდეგ,  ასეც  მოვიქცევი,  შენ  როგორც  მეტყვი,  ისე  იქნება  ყველაფერი.
  ვიცი,  ვიცი,  რომ  შენ,  მუდამ  მართალი  ხარ,  იმიტომ,  რომ  ძალიან  გიყვარვარ  და  ზრუნავ  ერთგულად  ჩემზე,  მუდამ  გინდა  რომ  მოსალოდნელი  უსიამოვნებანი  და  საფრთხეები ამაცილო,  რათა  მშვიდად  ვიყო  და  ვიცხოვრო,
  მივხვდი,  შენ  უფლის  მოციქულთაგანი  ხარ  ჩემთან  მოვლენილი,  ვიცი...
      5–6 აგვისტო,  2017წისა,  კოშმარი....
არ  ვიცი,  ვინმე  რომ  მკითხოს,  რა  იყო  ის,  რაზედაც  ახლა  მოყევიო, რას  ვუპასუხებ,  თუ  ვისურვებ  მის  გამხელას,  არ  ვიცი,  შეიძლება  კი,  შეიძლება  არა...
  იყო  საშინელი  კოშმარული  სინამდვილე,  გაუსაძლისი  სულის  ტკივილი,  უპატიებელი  და  მიუტევებელი  რამ. 
სიცოცხლე  გრძელდება,  დღე  ისევ  თენდება,  ღამეც  ისევ დგება,
ვარსკვლავებიც,  ვარსკვლავებიც  ცაზე  ისევ  გამოჩნდა  ახლა,
სამყარო  სუნთქავს ,
სუნთქავს  სამყარო  და  მეც,  მეც  ვსუნთქავ  ისევ,
მიწა  უძრავადაა,  იქნებ  სტკივა  მასაც, იქნებ  განიცადა  ეს  ყველაფერი  მანაც,  აფსუსია,  რომ  არ  შევეხე  იმ  დროს  მას  ხელით,  აფსუსი.....
  მიწა, მიწა,  ისიც  ხომ  მუდამ  მეხმარება,  ძლიერ  ენერგიას  მაწვდის,  მაძლიერებს,  მკვებავს,  დიახ  მაძლიერებს  და  მკვებავს მრავალმხრივად.
ეს  ხეებიც,  ეს  სიმწვანეც,  ეს  სახლებიც,  მდინარეებიც,  ზღვებიც.......  მასზეა,  მის  გულმკერდზე,  მასზე  დავდივართ,  ის მთავარია, ძალიან მთავარი.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები