ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
8 აგვისტო, 2017


Heinrich Heine - Lebewohl

ჰაინრიხ ჰაინე - გამოსალმება

დაუნანებლად გკვებავდი წინათ
პელიკანივით საკუთარ სისხლით,
შენ კი ამჟამად, მადლობის ნიშნად,
ნაღვლით, აბზინდით გამიმასპინძლდი.

ფიქრად არ გქონდა გულბოროტება,
გახსნილი შუბლით როს არშიყობდი,
თუმც სავალალოდ, შენი გონება
აღვსილი იყო გულმავიწყობით.

გემშვიდობები! - ცრემლები მახრჩობს,
შემატყობს, ალბათ, უგულო მზერა;
ღმერთი გფარავდეს უგნურს, ქარაოცს,
დაუდგრომელს და სიცოცხლით მჩქეფარს!

8 აგვისტო, 2017 წ.



Heinrich Heine - Lebewohl

Hatte wie ein Pelikan
Dich mit eignem Blut getränket,
Und du hast mir jetzt zum Dank
Gall' und Wermut eingeschenket.

Böse war es nicht gemeint,
Und so heiter blieb die Stirne;
Leider mit Vergeßlichkeit
Angefüllt ist dein Gehirne.

Nun leb wohl – du merkst es kaum,
Dass ich weinend von dir scheide.
Gott erhalte, Törin, dir
Flattersinn und Lebensfreude!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები