ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2017


08.08.17

ღამე უცნაურად შეკუმშული
გულის უთანაბრო ფეთქვა.
შვიდი დაღამდა და მოლოდინი -
რვა თუ გათენდება ნეტავ.
ისმის დაძაბული გულის არითმია,
ნეტავ არ მოვიდეს დილა.
სისხლის თითო წვეთი ჩემი ვაჟკაცების
დღესაც ისევ ისე მტკივა.
ქვები საფლავების, მწყობრად მოხატული,
დგანან და ელიან შვილებს.
სიზმრად შეყვარება მშობლის სიამაყის-
გული რამდენ ვარამს ითმენს.
მისხალ მისხალ ვკოცნი იმ შავ მიწაყრილებს
დღეს რომ თქვენი სახლი ჰქვია.
ვიცი ეს ბრძოლები ასე ვერ ჩაივლის
და მეც მოვიხვედრებ ტყვიას.
ცაში ხელაწვდილი უფალს შევავედრებ,
თქვენს სულს საუკუნოდ უკვდავს.
ასე უჩუმრად და ასე ბანალურად,
ვწუხვარ, ჩემო ძმებო, ვწუხვარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები