ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მელ.ზ
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2017


***

ქარი მდუმარებს.
ნისლის მინდვრებს ქარგავს ფიქრიან
მზერით და წვება
თეთრი თოვლის სპეტაკ კუბოში.
ყველა გრძნობაზე დიდი გრძნობის
მკვეთრი სინქრონი -
კლავს სიყვარული,
დაბადების მეტამორფოზა..

მდუმარებს ქარი..
ყველა ამბავს, ნანახს ყველაფერს.
აგვისტოს მზიან სიმშვიდეში
ისე დაგვათოვს
მოგონებები,
დაბრმავებულ თვალებს ვერ ვახელთ,
დავიწყებული აწმყო ვართ და
ვმღერით მადათოვს.

ვხატავთ თვალებში შემორჩენილ
ხსოვნის ნაწყვეტებს,
მარადიული არსებობის სანდო ნიმუშად.
ხელისგულებზე საკუთარი გზები დავწყევლეთ
და ეს უჩვენო რეალობა ისე მივუშვით
ნება-ნებაზე, კი არა და თავის ნებაზე,
მახსოვს ნატრობდა ჩვენს სიზმრებში
ფერად აბზაცებს.
ბედნიერება მონატრების ხმაზე გვეძახდა.
ახლა კი, ღამე
წერის მწარე ნექტარს გვაძალებს.

და ეს კალამიც დამძიმდაო -
მხრები, ხელები..
ხელები, მხრები - სიმძიმეა,
კვდომა, დაცემა.
ამ ვიწრო ღამის ყრუ ხმაურში ვერ ვიხედებით
თვალებში, სულში..
ერთმანეთის დარდი გვაცვია.

დღეს არსებობა ისე დაგვრჩა ბედს მინდობილი,
როგორც ზამთარი უთოვლობას შენაგუები.
ამ ზამთარივით ნაადრევად ჩვენც ვბინდდებოდით
და ვდუმდით ჩუმად ნაპატიებ ვერდაბრუნებებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები