ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2017


ზაფხულის ჰაიკუ

1) მათხოვრის მზერა.
თხოვნა - თითქმის ჰაიკუ.
დამწვარი კანი.

2) აგვისტოს ქალი.
მზის სათვალე, სანდლები.
სიშიშვლე ფრთხილი.

3) მზე. ცივი ლუდი.
ძილ-ბურანში დამდგარი დილა,
და სიჩუმე, დაკეტილი სკოლების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები