ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2017


კოცონი

სიცხე მწვავს, სისხლი მაქეზებს,
ვარ ცხელი, როგორც საჰარა.
მოდი, ქვიშიან სახეზე
შენი თმა ჩამომაფარე.

ყველა ამბავი მიამბე,
რაც იცი მარტოობაზე.
მერე თვალები მინაბე
და ოცნებაში მომბაძე.

წარმოიდგინე კოცონი,
და ჩვენ ვუზივართ ამ კოცონს.
შენ სიგიჟემდე მოგწონვარ
მე ხელს გხვევ, უნდა გაკოცო.

თვალები არ გაახილო,
გკოცნი,
სამამდე დათვალე
...
ეს ლექსი არ გაამხილო!
შემთხვევით რომ არ გაგვთვალონ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები