ნაწარმოებები



ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2017


მთვარეა სავსე და წითელი

მთვარეა სავსე და წითელი,
საზამთროს შუაგულ ხორცივით,
თუ გინდა ნოემბრის მიწურულს,
თუ გინდა სულ არ ვქნათ ქორწილი.

სიზმარი აემღვრა ალიონს
და ადგილს წყაროსთან იბევებს,
საუბრით დღეები გავლიოთ,
ერთმანეთს მივანდოთ სიბერე.

დანებდნენ მერცხლები მარწუხებს
სექტემბრის. წაექცათ მედროშე,
შენ სახლში სიჩუმეს აწუხებ,
მე იებს ვახარებ ეზოში.

ცა ღრუბლებს დაჰყვება კანკალით
როგორაც კრუხი სდევს წიწილებს,
ღამეა..სიმართლის აკვანი,
და შენთან მართალი ვიძინებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები