ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლევან რევაზიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 აგვისტო, 2017


შენც გინდა ფული, ჰო?

არ იცი რატომ, მაგრამ გინდა ფული. შენ გინდა ფული. შენ გინდა, რადგან მთელ სამყაროს უნდა. ის რაც მთელ სამყაროს უნდა, ზეწოლას ახდენს შენს ნამდვილ ნებელობაზე და თავის მონად გაქცევს. უმრავლესობის ძალა ძლიერად მოქმედებს სუსტ ადამიანებზე და აკარგინებს მათ უნარს, რომ იყვნენ ორიგინალურები, მისდევდნენ თავიანთ გაცნობიერებულ სურვილებს და ოცნებებს და სავსე სიცოცხლით ცხოვრობდნენ.

ფულის სურვილი ისევე მუშაობს, როგორც მუშაობს მოდური ტანსაცმლის შეძენის სურვილი; რა არის მოდა? -იკრიბება მსოფლიოს გარშემო რამოდენიმე გავლენიანი ადამიანი „ფეშენ“ სფეროში და აცხადებს რანაირად უნდა ვიცვამდეთ ამ წელს.
ამ ახალ, მოდურ ტანსაცმელს, არეკლამებენ გავლენიანი ტექნიკების გამოყენებით; მაგალითად, ჩააცვამენ რომელიმე ძალიან პოპულარულ მსახიობს - რომელიმე ძალიან პოპულარულ ფილმში, და მორჩა! -მთელს სამყაროს უნდა ეს ტანსაცმელი.
და ყველაზე მაგარი რა არის იცით? -თუ მართლაც „მოდაზე გაიზმანება“ ვინმე, აუცილებლად იგრძნობს უდიდეს სიამოვნებას.
როცა იცი, რომ მილიონობით ადამიანი იწონებს, აქებს და დიდ ფასს ადებს ამ ტანსაცმელს, განცდა გაქვს რომ უდიდესი მონაპოვარის პატრონი ხარ.
სინამდვილეში კი, შეიძლება ისეთი სასაცილო რამე გაცვია, რასაც ცხოვრებაში არ ჩაიცვამდი შენით. შენ გმართავს უმრავლესობის ძალა. უმრავლესობას კი - რამოდენიმე ჭკვიანი ადამიანი.

და მოკლედ რომ ვთქვათ, იმ რაღაცეების ბრმად კეთების სურვილი, რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ - სევდიანი რეალობაა.
ეს თავსმოხვეული უმრავლესობის 'რჩეეული რამეები' გაიძულებენ იფიქრო ფულზე. იფიქრო გამუდმებით. . და წუხდე თუ ის არ გაქვს! საარსებო ფული არ გახარებს; საარსებო ფული რომ გაქვს მადლიერებას არ განიცდი. შენ ბევრი ფული გინდა, რომ დაეპატრონო ყველაფერს, რის გამოც ამხელა ვირთხების რბოლაა გამართული. .
მაგრამ, უნდა შეჩერდე!
აუცილებლად უნდა დავიკიდოთ და გავაცნობიეროდ სინამდვილეში რა გვინდა.
შეიძლება აღმოჩნდეს,
რომ საერთოდ არაფრის კეთება არ გინდა,
არაფერი ისეთის ყიდვა არ გინდა,
შეიძლება თვით მოგზაურობაც სისულელედ მიგაჩნია გულისსიღრმეში.
ჰოდა, სიცოცხლე ისეთი მხიარული ხდება და ისეთი ადვილი!
რამდენი ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი იმით რაც უკვე აქვთ და აზრზე არ არიან!
ჩვენ ყველანი ღირსები ვართ, რომ გაცნობიერებული სიცოცხლით ვიცხოვროთ. შეგვეძლოს ყური დავუგდოთ ჩვენს ნამდვილ სურვილებს და აბუჩად ვიგდებდეთ ამ კონსიუმერულ საზოგადოებრივ წყობებს და ამ საბრალო ვირთხების რბოლებს, რაშიც მონაწილეობენ მსოფლიოს ხალხები!

„პლანეტა დედამიწა“ ასეთი ტელე გადაცემა არსებობს; ძალიან მაგარი სერიებია; ვუყურებ და ცხოველთა სამყაროში ისეთი მაღალი ხარისხის სიცოცხლეა, ისეთი თავგადასავლებით და დრამით და კომედიით სავსე!! არადა, მაგათ სულ არააქვთ ვალუტა!

-იტყვი ახლა, 'კაი მე ჯანდაბას! მაგრამ, ვის მოვეწონები თუ ბევრი ფული არ მექნება? ვინ აღმიქვამს სერიოზულად?'
-მე კი გეტყოდი, რომ კონსიუმერული დაინტერესების მქონე მეუღლეს, სჯობს შინაური ცხოველი გაიჩინო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები