ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2017


გულუხვი

ვწევარ და ასე უგანცდებო ღამეებს, ჩვეულ
საკინძეს ვუკრავ და აისი მუჭში მემტვრევა.
სიჩუმისფერი დაიფინა დილამ ბაგეზე,
გულის კანკალით იწყებს ზეცა შემოდღევებას.
წყნარია მთები და გორები წლებშემოჭმული.
ბავშვობის სურნელს ერეკება სიო ტყეთაგან.
მზრდიდა ეს სახლი ან მე ვზრდიდი , ვინ რას გაიგებს,
სწორედ ეს ეზო დღეს გამიხდა მთელი ქვეყანა.
აქ გათენება ისე იცის ღამემ - წყეულმა,
ფიქრებაშლილი დაწანწალებს მთვარე მინდვრებში.
საკუთარ ხელებს შემოვიხვევ მხრებზე ძალუმად
და ჩემებური მარტოობით ისევ ვინგრევი.
მოგონებები გუდასავით მხრებზე მოვიგდე,
წასვლა მინდა და მემძიმება მიწა მსუბუქი.
მთებს ვუნაწილებ, ნაწილ ნაწილ ვარიგებ განცდებს.
ო, არასოდეს არ ვყოფილვარ ასე გულუხვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები