ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თემური57
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 აგვისტო, 2017


დიდგორი

დიდგორი
            ,,კიბო,  ვატერლოოა კუჭში დაბუდებული.’’
                          ნაპოლეონ ბონაპარტი
პირამიდებმა დაგანათლეს
,,ბიბან ალ მულუქ,’’
შენ ეს სახელი,
ისტორიამ ისურვა ასე,
ქვებმა გაუძლეს
უსაშველო უდაბნოს ზლუქუნს
და უკვდავების ტკივილისთვის,
დაიკრეს სახრე;
,,ბიბან ალ მულუქ’’- წაიშლები მიწასთან ერთად! ...

იმედი მორბის, 
,,მარათონის’’ დაფარა სივრცე,
რა შეუძლია ადევნებულ
ჩანჩალა სიკვდილს?
ოლიმპოს ღმერთებს
გამარჯვებამ შემატა სიმხნე,
იტყვის წარსულის უკვდავებას
ჟამთასვლა, იტყვის;
,,ბიბან ალ მულუქ’’- წაიშლები მიწასთან ერთად! ...

შენ ვინ შეგბედავს
პირველობის წაგართვას ,,დაფნა,’’
კიბოს მარწუხებს
,,ვატერლოოს’’ სურნელი ასდის,
აღარ ბიბინებს ,,კულიკოვოც,’’
უკვე გადახმა
და ,,მარსის ველზე’’ დააბოტებს
აჩრდილი ,,მარსის;’’
,,ბიბან ალ მულუქ’’- წაიშლები მიწასთან ერთად! ...

დრო ვერ გაუძლებს პირამიდებს
იცი და როკავ
და არ ანაღვლებს პირამიდებს
თუნდაც ,,დიდგორი’’...
არა! 
,,ალგეთში’’ საქართველოს ჯილაგი ბორგავს,
დაგლეჯილ ძარღვში
წინაპარისა  ,,ყივის იქორი;’’
ბიბან ალ მულუქ’’  დამიწდები  ,,დიდგორთან’’ ერთად! ...
-- - - - - - - - - -
შენიშვნა:    მსოფლიო ისტორიამ იმ ველთა სახელები
                  შემოგვინახა, სადაც კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი
                  პროცესები განვითარდა. მათ შორის არის დიდგორი.
                    იძულებული გავხდი ეს განმარტება  ლექსისთვის
                  დამერთო,  რადგან ერთ-ერთ ლიტ.საიტზე ზოგიერთმა ვერ
                  გაიგო ლექსის შინაარსი.
                                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები