ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2017


ჯანსუღ ჩარკვიანს

,,თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

              ჯანსუღი


ამის თქმა მხოლოდ პოეტს შეეძლო,
თქვენ კი პოეტი ხართ და იქნებით,
თავისუფლებას ვერა და ვერ თმობს,
მამულს ეკუთვნის ჩემი ფიქრები.

მე მინდა მის გზას ბოლომდე მივყვე,
ტკივილი მისი გულს მომხვედრია,
და ვიმეორებ ისევ თქვენს სიტყვებს:
,,თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები