ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნუგუნა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2017


ქუჩა სველია

ქუჩა სველია
და ეს წვეთნიც ვარდნას აგრძელებს.
ხელებს ჩაგჭიდებ
და ამ ქვეყნად ყველას ვაძევებ
ჩემი ფიქრიდან,
ცხოვრებიდან,
ხოდა მივიწევთ
და ერთმანეთის გარდა
წამით ყველას ვივიწყებთ.

საოცარია სიყვარულით ბედნიერება,
საოცარია როცა ხედავ თვალებში იმას,
რასაც განიცდი,
თავად რასაც შენ მოთხოვ თვალებს,
რომელნიც უკვე
მერამდენედ ათევენ ღამეს
შენზე ფიქრებში,
მასზე ფიქრებშიც შენი თვალები,
აივნები და უძილობა,
მოწევა,
წერა.
მე შენ მიყვარხარ,
მე შენ მიყვარხარ,
მე შენ მიყვარხარ
და სხვანაირად არ შემიძლია,
არა და ვერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები